N 3901-XIIIმს-Xმპ - 13/12/2023 - „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 13.12.2023
№ დოკუმენტი 3901-XIIIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 040170310.05.001.020779) პირველი მუხლის 21-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემით კონტროლდება სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.“;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი

თბილისი,13 დეკემბერი 2023 წ.

N3901-XIIIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე