გადაწყვეტილება №24986/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24986/2/2025
19 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----- ----- (პასპ. N -----)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 08.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----ის 28.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 24986/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 7.01.2025 წლის N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 18.02.2025 წლის N 2854 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 3 000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
07.01.2025 წელს ----- საერთაშორისო აეროპორტში რეისით „-----“ ჩამოფრენილი ----- სახელმწიფოს მოქალაქე ----- (პასპ. N -----) საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, რაც ნიშნავს, რომ პირი არ გადააადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს.
საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ განხორციელდა მომჩივნის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რა დროსაც მან განაცხადა, რომ თან ჰქონდა 9 000 აშშ დოლარი. ხელბარგის დათვალიერების შემდეგ მომჩივანს აღმოაჩნდა არადეკლარირებული ნაღდი ფული: 5 300 -----, 4 985 ----- და 830 -----, რამაც მოცემული დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა - 30 112.9 ლარი.
გამოვლენილ ფაქტზე 7.01.2025 წლის N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.02.2025 წლის N 2854 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, მე-6 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 169-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
დადგენილია, რომ მომჩივანს არ მიუმართავს საბაჟო ორგანოსთვის ნაღდი ფულის დეკლარირების მოთხოვნით და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით.
დადგენილია ასევე, რომ დათვალიერების შემდეგ მომჩივანს აღმოაჩნდა არადეკლარირებული ნაღდი ფული: 5 300 -----, 4 985 ----- და 830 -----, რამაც მოცემული დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა – 30112.9 ლარი. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო საზღვარზე არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საბაჟო კოდექსის 169- ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „----- აეროპორტის“ მოფრენის დარბაზში განთავსებულია წითელი და მწვანე დერეფნები, რომელსაც შესაბამისი ფერის მანიშნებელთან ერთად, სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული) აქვს შემდეგი მითითება: წითელი დერეფნის შემთხვევაში – „ექვემდებარება დეკლარირებას“ და მწვანე დერეფნის შემთხვევაში – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“. გამომდინარე აქედან, მომჩივანმა მწვანე დერეფნის არჩევით განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს.
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ სამართალდარღვევის გამოვლენის ფაქტი ასახულია საქმეზე არსებულ ვიდეო მასალაში, სადაც ნათლად ჩანს ნაღდი ფულის (5 300 -----, 4 985 ----- და 830 -----) არსებობის ფაქტი. მასთან გასაუბრება კი მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ ენაზე, რა დროსაც დასმულ კითხვებს გარკვევით და ადეკვატურად პასუხობდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
----- ----- აეროპორტში დილის საათებში ჩამოფრინდა. აეროპორტის დატოვებისას მებაჟე ოფიცერმა შეაჩერა და წაიყვანა წითელ დერეფანში. მიუხედავად იმისა, რომ ----- დაიბადა, ის ადრეულ ასაკშივე საცხოვრებლად გაემგზავრა ----- და ამ ეტაპზე, სალაპარაკო დონეზე ვერ ფლობს ქართულ ენას. ინტერვიუს დაწყების მომენტში არავის შეუთავაზებია თარჯიმნის მომსახურეობით სარგებლობა, რის გამოც, მისთვის გასაგები არ იყო მებაჟეების მიერ დასმული კითხვები და დოლართან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ჩათვალა, რომ მებაჟეს კონკრეტულად დოლარის ოდენობა აინტერესებდა და განაცხადა, რომ ჯიბეში ჰქონდა დაახლოებით 9 000-10 000 ----- (იმ ----- ჩათვლით, რომელიც თან ჰქონდა). თანხის დათვლის შემდგომ აღმოჩნდა, რომ თან ქონდა 5 300 ----- და 4 985 -----. თანხა დაილუქა და მიენიჭა შესაბამისი ლუქის ნომერი. თანხის ჩამორთმევის შემდგომ განუმარტეს, რომ შეეძლო წასულიყო და დღის განმავლობაში სატელეფონო ზარით შეიტყობდა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. აღნიშნული ქმედებით საბაჟო ორგანომ ფაქტიურად მთელი დღის განმავლობაში შიმშილისთვის გაწირა, რადგან მთელი თანხა საზღვარზე ჩამოართვეს და არანაირი რესურსი აღარ გააჩნდა დროებით დასვენებისა და საკვების შეძენისათვის. გარდა ამისა, ვიდრე შეიტყობდა საბაჟოს გადაწყვეტილკებას, უდიდესი მორალური ზიანი მიადგა, რადგან მის მიმართ ზედაპირული და გულგრილი დამოკიდებულება გამოიჩინა საბაჟო ორგანომ. მთლიანად ჩაეშალა ის გეგმები, რის გამოც საქართველოში ჩამოვიდა - იმავე დღეს მიდიოდა თბილისში, ახლობლის ქორწილში და აპირებდა ახალდაქორწინებულთათვის გარკვეული თანხის ჩუქებას, რაც ამ გაუთვალისწინებელი შეფერხების გამო, შეუძლებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ საბაჟოდან საღამოს საათებში დაურეკეს: აცნობეს, რომ დაჯარიმდა 3 000 ლარით და იმავე საღამოს უნდა გამოცხადებულიყო ----- აეროპორტში სადავო გადაწყვეტილების ჩასაბარებისა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნების მიზნით. მებაჟე ოფიცრებმა მისი მისვლისთანავე გახსნეს დალუქული პაკეტი, გამოწერა N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დააჯარიმეს 3 000 ლარით.
ცალკე განსახილველია სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, სადაც წერია, რომ თან ჰქონდა 830 -----. დალუქული პაკეტის გახსნისას დაუბრუნეს 5 300 ----- და 4 985 -----, რაც თვალნათლივ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო ოქმში მითითებული ----- რაოდენობა არ შეესაბამება სინამდვილეს, ამასთან მომჩივანს ჰქონდა მოლოდინი, რომ რადგან ----- და ----- ჩამოართვეს, მხოლოდ ჩამორთმეული თანხის ოდენობა წარმოადგენდა პრობლემას, სხვა შემთხვევაში მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა დაქვემდებარებოდა აღნიშნულ რეჟიმს ერთის მხრივ ----- და -----, ხოლო მეორე მხრივ -----.
იურისტთან კონსულტაციის შემდგომ გაარკვია, რომ ჩამორთმეული თანხის ოდენობა არ აღემატებოდა დასაშვებ 30 000 ლარს და შესაბამისად, არ წარმოადგენდა რაიმე სამართალდარღვევას. აქედან გამომდინარე, აღნიშნული გარემოებების გამო, გაუგებარია, თუ საიდან გაჩნდა სადავო გადაწყვეტილებაში დამატებით 830 ----- და თუ ასეთი თანხა მომჩივანს გააჩნდა, რატომ არ დაილუქა ის ფულის სხვა ერთეულებთან ერთად.
აქედან გამომდინარე, სადავო გადაწყვეტილება მოკლებულია შესაბამის დასაბუთებას ოქმის ჩაბარების შემდგომ მომჩივანმა გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა და დატოვა აეროპორტის ტერიტორია. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დადგენილად მივიჩნევთ, რომ მომჩივანს თან ქონდა ----- სადავო ოქმში მითითებული რაოდენობა, ეს რიცხვიც კი ძალიან მცირედით აღემატება დასაშვებ 30 000 ლარს და რაც იმით შეიძლებოდა ყოფილიყო განპირობებული, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი მნიშვნელოვნად განსხვავდება აეროპორტში არსებული კურსისაგან და შესაბამისად, ამდენად მძიმე სანქციის დაკისრებას არაპროპორციული სახდელის ზომად მიიჩნევს.
სადავო ოქმი კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, თუმცა უშედეგოდ, რადგა შემოსავლების სამსახურის 18.02.2025 წლის N 2854 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, მომჩივანს საზღვარზე თან ქონდა 30 112.9 ლარი, რაც მოქმედი კანონმდებლობით წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, ასეთ შემთხვევაშიც კი 112.9 ლარის მიზეზით, ადამიანის 3 000 ლარით დაჯარიმება წარმოადგენს აბსოლუტურად არაპროპორციული სანქციის სახეს. თავისუფლად შეიძლებოდა, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა მიჩნეულიყო მცირემნიშვნელობის გადაცდომად, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი საქართველოში დადის ხშირად და არც ერთხელ რაიმე გადაცდომა ან კანონთან კონფლიქტი მას არ ქონია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ შეუძლებელია მომჩივანს ჰქონოდა სამართალდარღვევის ჩადენის განზრახვა, რადგან უბრალო პრაგმატული ლოგიკითაც კი 112.9 ლარის გამო ამდენად დიდი რისკის ქვეშ არ დააყენბდა თავის რეპუტაციას.
შემოსავლების სამსახური ვერ პასუხობს კითხვას, თუ რატომ დაექვემდებარა განსხვავებულ რეგულირებას საბაჟოზე ერთის მხრივ -----, ხოლო მეორეს მხრივ ----- და -----, ვინაიდან ----- და ----- მებაჟეებმა დალუქეს, ხოლო კი უკან გაატანეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულ უფლებებში აღდგენის მიზნით, იძულებული გახდა მომჩივანი მიემართა ფინანსთა სამისნისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის.
საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს მიერ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა (შემდგომ − დავა) განიხილება საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას. განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი არ ჰქონია თანხის მალულად შემოტანის მცდელობას, ვინაიდან მან მებაჟე ოფიცერს ინტერვიუს დროს განუმარტა, თუ რა ოდენობის თანხ ჰქონდა და ის, რომ თანხის ოდენობა ზუსტად არ იცოდა, აბსოლუტურად ბუნებრივია, ვინაიდან თან ჰქონდა სხვადასხვა ფულის ერთეული, შესაბამისად, ეს გარემოებები არ იძლევა იმ მოცემულობას, თითქოს მომჩივანს მალულად შემოჰქონდა არადეკლარირებული თანხა.
აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ თვით ოქმში მითითებული გარემოებების ავთენტურად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, სულ რამდენიმე ასეული ლარით აღემატებოდა დასაშვებ 30 000 ლარს, მისი მიზანი რომ მალულად კანონის დარღვევა ყოფილიყო, როგორმე გაცილებით მეტი თანხის შემოტანას შეეცდებოდა და მცირეოდენი თანხის გამო 3 000 ლარის დაჯარიმების რისკის ქვეშ არ დაიყენებდა თავს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს, ამოღებულ იქნეს ----- აეროოპორტის საბაჟო გამშვები პუნქტის წითელი დერეფნის 07.01.2025 წლის ვიდეო ჩანაწერი დილის 9:00 საათიდან 12:00 საათამდე და საღამოს 21:00 საათიდან 24:00 საათამდე, გაუქმდეს სადავო აქტები და დაუბრუნდეს ჯარიმის სახით გადახდილი 3 000 ლარი.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ჟ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
ჟ) საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.
საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია, ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა - განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო და აუდიოჩაწერა), დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია, დაათვალიეროს ფიზიკური პირი, განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;
ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;
გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
მომჩივნის განმარტებით, ვინაიდან სალაპარაკო დონეზე ვერ ფლობს ქართულ ენას, მისთვის გაუგებარი იყო მებაჟეების მიერ დასმული კითხვები, რის გამოც ----- დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ჩათვალა, რომ მებაჟეს კონკრეტულად ----- ოდენობა აინტერესებდა, რაზეც განაცხადა, რომ ჯიბეში ჰქონდა დაახლოებით 9 000-10 000 ----- (იმ ----- ჩათვლით, რომელიც თან ჰქონდა). თანხის დათვლის შემდგომ აღმოჩნდა, რომ თან ქონდა 5 300 ----- და 4 985 -----, რაც ჩამოართვეს და დაილუქა. იურისტთან კონსულტაციის შემდგომ გაარკვია, რომ ჩამორთმეული თანხის ოდენობა არ აღემატებოდა დასაშვებ 30 000 ლარს და შესაბამისად, არ წარმოადგენდა რაიმე სამართალდარღვევას.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 02.04.2025 წლის N -----21-10 წერილი, სადაც აღწერილია ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულია, რომ საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ განხორციელდა მომჩივნის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რაზეც მან განაცხადა, რომ თან ჰქონდა 9 000 -----. მომჩივას კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შემდეგ აღმოაჩნდა არადეკლარირებული ნაღდი ფული: 5 300 -----, 4 985 ----- და 830 -----, რამაც მოცემული დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა – 30 112.9 ლარი.
ამავე წერილიდან დგინდება, რომ მომჩივანს არ მიუმართავს საბაჟო ორგანოსთვის ნაღდი ფულის დეკლარირების მოთხოვნით და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით.
აღსანიშნავია, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „----- აეროპორტის“ მოფრენის დარბაზში განთავსებულია წითელი და მწვანე დერეფნები, რომელსაც შესაბამისი ფერის მანიშნებელთან ერთად, სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული) აქვს შემდეგი მითითება: წითელი დერეფნის შემთხვევაში – „ექვემდებარება დეკლარირებას“ და მწვანე დერეფნის შემთხვევაში – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“. გამომდინარე აქედან, მომჩივანმა მწვანე დერეფნის არჩევით განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს.
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ სამართალდარღვევის გამოვლენის ფაქტი ასახულია საქმეზე არსებულ ვიდეომასალაში, სადაც ნათლად ჩანს ნაღდი ფულის (5 300 -----, 4 985 ----- და 830 ------) არსებობის ფაქტი. მასთან გასაუბრება კი მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ ენაზე, რა დროსაც დასმულ კითხვებს გარკვევით და ადეკვატურად პასუხობდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და საქმის ფაქტობრივი, სამართლებრივი გარემოებების გათვალიწინებით მიიჩნევს, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა (3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა) მართლზომიერია, შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და დაკისრებულის სანქციის გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს, ამოღებულ იქნეს ----- აეროოპორტის საბაჟო გამშვები პუნქტის წითელი დერეფნის 07.01.2025 წლის ვიდეო ჩანაწერი დილის 9:00 საათიდან 12:00 საათამდე და საღამოს 21:00 საათიდან 24:00 საათამდე, გაუქმდეს სადავო აქტები და დაუბრუნდეს ჯარიმის სახით გადახდილი 3 000 ლარი.
ფაქტობრივი გარემოებები:
პირი საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს და დეკლარირების მიზნით არ მიუმართავს საბაჟო ორგანოსთვის, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს. აღნიშნულ პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა. აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ სამართალდარღვევის გამოვლენის ფაქტი ასახულია საქმეზე არსებულ ვიდეომასალაში, სადაც ნათლად ჩანს ნაღდი ფულის არსებობის ფაქტი. მასთან გასაუბრება კი მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ ენაზე, რა დროსაც დასმულ კითხვებს გარკვევით და ადეკვატურად პასუხობდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და საქმის ფაქტობრივი, სამართლებრივი გარემოებების გათვალიწინებით მიიჩნევს, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა (3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა) მართლზომიერია, შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და დაკისრებულის სანქციის გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 169;.