N 76 - 19/03/2019 - „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 ივლისის №279 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 19.03.2019
№ დოკუმენტი 76
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №76

2019 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 ივლისის №279 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 ივლისის №279 ბრძანების (ვებგვერდი, 25/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 200230040.22.033.017115) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია 2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე საგადასახადო პერიოდზე საანგარიშო წლის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) დანართი №5-ის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია არაუგვიანეს 2019 წლის 1 აპრილისა“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ივანე მაჭავარიანი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე