N 101 - 23/12/2022 - „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქონების გადასახადი 23.12.2022
№ დოკუმენტი 101
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №101

2022 წლის 23 დეკემბერი

ქ. ბორჯომი

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 210020010.35.139.016089, 07/06/2013) და დადგენილების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31.

ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოსაკრებელი არ გადაიხდება: თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის მიერ დაარსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან ის საწარმო რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.“

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

დავით ზაალიშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე