N 3818-XIIIმს-Xმპ - 30/11/2023 - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 30.11.2023
№ დოკუმენტი 3818-XIIIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016606) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მონაცემები მუშავდება სამხედრო აღრიცხვის, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვის აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, სარეზერვო სამხედრო სამსახურის, თავდაცვის სფეროში მოხალისეობისა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების მიზნით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,30 ნოემბერი 2023 წ.

N3818-XIIIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე