N 2918 - 08/04/2010 - „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. პირი, რომელიც ახორციელებს სანიტარიულ ჭრას, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდისას იხდის სამასალე მერქნისათვის დადგენილი მოსაკრებლის 60%-ს.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,2010 წლის 8 აპრილი.
№2918–Iს