N 191 - 25/06/2015 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 25.06.2015
№ დოკუმენტი 191
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №191

2015 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112, 03.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის 1111 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უეფას მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს წარედგინება:

ა.ა) განცხადება, №I-02 დანართის შესაბამისად;

ა.ბ) ქართულ ენაზე შესრულებული ან თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური