N 3291-XIმს-Xმპ - 16/06/2023 - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ და „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული სფეროები;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,16 ივნისი 2023 წ.
N3291-XIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე