გადაწყვეტილება №19923/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19923/2/2023
27.07.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №19923/2/2023
მომჩივანი: შპს ----------ის (ს/ნ -----------)
ყოფილი დირექტორი ----- --------ი (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------ის (ს/ნ -----------) ყოფილი დირექტორი ----- --------ის 15.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19923/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო შემოწმების შედეგები:
ა. ხე-ტყის მასალის დახერხვის და ტრანსპორტირების ხარჯის ოდენობა;
ბ. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრა;
გ. დებიტორული დავალიანების ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №074-42 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №30 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 880 520 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 555 136
დღგ - 234 278
საშემოსავლო გადასახადი - 320 858
ჯარიმა - 281 955
საურავი - 43 429
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2021 წლის №21967, 29.07.2021 წლის №25059 და 5.11.2021 წლის №34825 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს ----------ის (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 25.11.2020-1.08.2021 წლების საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 13.12.2021 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი.
- შპს ----------ს “ შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა ხე-ტყის მასალისა და წყლის გამაცხელებლების შეძენა. იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ჰქონდა დახერხილი წიწვოვანი ხე-ტყის მასალა და აკრილის ლაქი. აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაწილი საწარმოს დოკუმენტურად ჰქონდა რეალიზებული შესამოწმებელ პერიოდში. შემოწმების პროცესში გადამხდელმა არ წარადგინა ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული, ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესაბამისად, უცნობი იყო პერიოდის ბოლოს სმფ-ების საბოლოო ნაშთი. გადამხდელს არ გააჩნდა საწყობი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით ჩაითვალა, რომ საწარმოს სმფ-ები არ გააჩნდა. შედეგად, შეძენილ და დოკუმენტურად რეალიზებულ სმფ-ებს შორის სხვაობა შესაბამისი ფასნამატის გათვალისწინებით დაექვემდებარა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვას. გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- საზოგადოებას შემოწმების პროცესში არ აქვს წარდგენილი ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. დირექტორის ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 01.08.2021 წლის მდგომარეობით საზოგადოებას დებიტორული და კრედიტორული დავალიანება არ გააჩნდა. ფულადი სახსრების ნაშთი სალაროში შეადგენდა ნულს. შესაბამის საანგარიშო პერიოდებში საწარმოს რეალიზებული საქონლის მიხედვით საკომპენსაციო თანხა სრულად აქვს მიღებული. აღნიშნული რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გამოკლებით განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
- კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხა დაფიქსირებული აქვს სულ 98 663 ლარი. გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აპრილის, მაისის და ივნისის საანგარიშო პერიოდებში მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (შეძენილი აქვს ხე-ტყის მასალა), ასევე უფიქსირდება საბაჟოზე იმპორტის რეჟიმით ხე-ტყის მასალის შემოტანა. აღნიშნულ ოპერაციებზე კომპანიას არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა. სსკ-ის 174-ე მუხლის შესაბამისად კომპანიას დაუკორექტირდა (გაეზარდა) ჩასათვლელი დღგ-ის თანხები 15 418 ლარით.
- მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 25.11.2020 წელს. ამავე თარიღში დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. კომპანიას შემცირებული აქვს 2021 წლის მაისის და 2021 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. კერძოდ დეკლარაციებში არ აქვს ასახული გამოწერილი ზედნადებებითა და ანგარიშ-ფაქტურებით დაფიქსირებული ბრუნვა. შემოწმებით, დაკორექტირდა (გაიზარდა) 2021 წლის მაისისა და ივნისის თვის საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
აქტის საფუძველზე გამოიცა 22.12.2021 წლის №39766 ბრძანება და 23.12.2021 წლის №074-42 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 880 520 ლარი, მათ შორის გადასახადი 555 136 ლარი, ჯარიმა 281 955 ლარი და საურავი 43 429 ლარი.
სადავო დოკუმენტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.01.2023 წლის №30 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ხე-ტყის მასალის დახერხვასთან დაკავშირებული ხარჯის ოდენობა განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე5 ნაწილის მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებარა კორექტირებას (შემცირებას);
- მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №30 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ხე-ტყის მასალის დახერხვასთან დაკავშირებული ხარჯის ოდენობა განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით, 173-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით და განმარტავს, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით შეესწავლა სადავო საკითხი და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაანგარიშების შედეგად გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ მრგვალი მორის დახერხვის საფასური და ჩასათვლელი დღგ. გამოქვითვას ასევე ექვემდებარება ტრანსპორტირების ხარჯები, მიმდინარეობს ბუღალტერიის აღდგენა შესამოწმებელ პერიოდში დებიტორების დადგენის მიზნით, რაც შეამცირებს მოგების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვას. ითხოვს ხელახლა ჩატარდეს სრული კამერალური შემოწმება, საგადასახადო ვალდებულების სწორად განსაზღვრის მიზნით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსი 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ჩათვლის დოკუმენტი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:
1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
2. დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ შპს ----------ი არ აწარმოებდა ბუღალტერიას, არ ჰქონდა სმფ-ების ნაშთი, ფულადი სახსრების ნაშთი სალაროში შეადგენდა ნულს, არ გააჩნდა დებიტორული და კრედიტორული დავალიანება, ხოლო რეალიზებული საქონლის მიხედვით საკომპენსაციო თანხა სრულად ჰქონდა მიღებული. ამასთან 2021 წლის მაისის და 2021 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდების დეკლარაციებში არ აქვს ასახული გამოწერილი ზედნადებებითა და ანგარიშ-ფაქტურებით დაფიქსირებული ბრუნვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეძენილ და დოკუმენტურად რეალიზებულ სმფ-ებს შორის სხვაობის შესაბამისი ფასნამატით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვა მართებულია. ასევე მართებულია რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გამოკლებით დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.
რაც შეეხება ხე-ტყის მასალის დახერხვაზე გაწეული ხარჯს და დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობას, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხებზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №30 ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო შემოწმების შედეგები:
ა. ხე-ტყის მასალის დახერხვის და ტრანსპორტირების ხარჯის ოდენობა;
ბ. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრა;
გ. დებიტორული დავალიანების ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი.
დადგენიდა, რომ კომპანია არ წარმოებდა ბუღალტერიას, არ ჰქონდა სმფ-ების ნაშთი, ფულადი სახსრების ნაშთი სალაროში შეადგენდა ნულს, არ გააჩნდა დებიტორული და კრედიტორული დავალიანება, ხოლო რეალიზებული საქონლის მიხედვით საკომპენსაციო თანხა სრულად ჰქონდა მიღებული. ამასთან 2021 წლის მაისის და 2021 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდების დეკლარაციებში არ აქვს ასახული გამოწერილი ზედნადებებითა და ანგარიშ-ფაქტურებით დაფიქსირებული ბრუნვა.
აქტის საფუძველზე გამოიცა №39766 ბრძანება და №074-42 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა გადასახადი, ჯარიმა და საურავი.
სადავო დოკუმენტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №30 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ხე-ტყის მასალის დახერხვასთან დაკავშირებული ხარჯის ოდენობა განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე5 ნაწილის მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებარა კორექტირებას (შემცირებას);
- მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №30 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №30 ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები..
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:2(2); 43(4); 72(1); 73(5 „ა“ ); 101(1); 105(2); 136(3); 154(1„ა“); 173(1,2 „ა“ ); 174(2„ა.ა“ ,3 ); 175(1„ა“); 176(1 „ა“ 2 ); 302(6);