N 180 - 15/05/2023 - „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 15.05.2023
№ დოკუმენტი 180
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №180

2023 წლის 15 მაისი

ქ . თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში (სსმ, 75, 28/06/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესის“ (დანართი №1) პირველი მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ბიზნესოპერატორს, რომელიც ახორციელებს სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (გარდა პირველადი წარმოების, ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, მოძრავ ან/და დროებით შენობებში, მათ შორის, ავტომატებით სურსათის წარმოების/გადამუშავების, სასმელი წყლის ცენტრალიზებულად მიწოდებისა და სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურებებისა, სადაც გათვალისწინებულია კვება), დანერგილი უნდა ჰქონდეს სურსათის უვნებლობის პროცედურები, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა უნდა ითვალისწინებდეს Codex Alimentarius-ის სურსათის საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრულ სურსათის ჰიგიენის ზოგად პრინციპებს.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე