N 49 - 22/01/2022 - მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №633 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 22.01.2020
№ დოკუმენტი 49
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №49

2020 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

„მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №633 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №633 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/12/2015, 010110020.10.003.019020) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 5. რეესტრის წარმოება

1. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

2. მეწარმე სუბიექტი ვალდებულია, საქმიანობის სახის ან/და განხორციელების ადგილის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 10 დღის ვადაში აცნობოს შემოსავლების სამსახურს ინფორმაციის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრში ასახვის მიზნით.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე