N 412 - 21/08/2026 - „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 21.08.2026
№ დოკუმენტი 412
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №412

2026 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/06/2023, 300160070.10.003.024071) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წარმოებული ან/და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ექსპორტირებული ავტომობილის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის ასაღებად, ამ მუხლის მე-2, 21, მე-3 და 31 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, დაინტერესებულ პირს შეუძლია წარადგინოს ჩინეთის სერტიფიცირებისა და ინსპექტირების ჯგუფის ინსპექტირების კომპანიის მიერ ინდივიდუალურ ავტომობილზე გაცემული სერტიფიკატი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი ავტომობილის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, ამასთანავე, გამონაბოლქვის მონაცემები ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი ან უფრო მაღალი სტანდარტი. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, გამოშვების წელი, ექსპორტის ან/და წარმოების ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი).“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე