N 3383-Iს - 05/09/2018 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 05.09.2018
№ დოკუმენტი 3383-Iს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით;“.

2. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ2) საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ანაზღაურება;“.

3. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ანაზღაურებით მიღებული მოგების განაწილება;“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

 

ქუთაისი,5 სექტემბერი 2018 წ.

N3383-Iს