გადაწყვეტილება №21627/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.05.2024
№ დოკუმენტი 21627/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავბის ვალდებულებადაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემიდოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯებისაქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევასაქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას დასაბეგრი დროის განსაზღვრაავანსების დაბეგვრაგარიგების საკომპენსაციო თანხასაბაზრო ფასის გამოყენებაუძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებიანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებაუსასყიდლოდ მიწოდებაანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევამიღებული/მისაღები ანაზღაურება (მ.შ. სუბსიდია)საბაზრო ფასი (მ.შ. შესყიდვის ფასი და თვითღირებულება)ავანსების დაბეგვრასაქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას დასაბეგრი ოპერაციის დროის განსაზღვრის სხვა შემთხვევებიუძრავი ქონების მიწოდებაოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები და სამეურნეო ოპერაციების ეკონომიკური გავლენა (73-ე მუხლის მე-9 ნაწილი)ბარტერული ოპერაციებიბარტერული ოპერაციები

📄 სრული ტექსტი

№21627/2/2023

22 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 18.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21627/2/2023).

 

დავის საგანი:

1. დარიცხული დღგ;

2. სამშენებლო მასალების ნაწილის დირექტორზე განხორციელებულ უსასყიდლო მიწოდებად კვალიფიცირება;

3. ფიზიკური პირისათვის გადარიცხული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩათვლა;

4. სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

5. სალაროდან ჩამოწერილი ზედმეტი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

6. შესყიდვის აქტების საფუძველზე ჩამოწერილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

7. გამოკითხვის ოქმებსა და ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ფასებს შორის სხვაობის (საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით) დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №006-313 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №29357 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 254 681 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 654 151

დღგ - 123 673

მიწის გადასახადი (სასოფლო) - 429

მოგების გადასახადი - (-34 985 )

საშემოსავლო გადასახადი - 565 022

ქონების გადასახადი - 12

ჯარიმა - 353 470

საურავი - 247 060

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №15767 ბრძანება და №006-313 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №29357 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დარიცხული დღგ

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებმა არ წარადგინეს დღგ-ის დეკლარაციებში ასახული დასაბეგრი ბრუნვების გაშიფვრა, ასევე, თანხის მიღების და გადახდის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები. შესაბამისად, შემოწმება დაეყრდნო მხოლოდ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებს და საბანკო ანგარიშის ამონაწერს. შემოწმებით გამოვლინდა დეკლარირებული მონაცემებისგან განსხვავებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, წინასწარ მიღებული საკომპენსაციო თანხების ნაწილი არასწორი თარიღით არის კონვერტირებული ეროვნულ ვალუტაში, თანხის ნაწილი არასწორ პერიოდში არის დაბეგრილი, ხოლო თანხის ნაწილი არ არის დაბეგრილი. ასევე არ არის დაბეგრილი, ბარტერული ოპერაციის საფუძველზე, ფიზიკური პირებისთვის გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 161-ე, 1601 , 1621 , 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, ამასთან, განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 1601 მუხლის პირველ ნაწილზე, 163- ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-12 მუხლის მე-2 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მიუთითებს შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორის პოზიციას არ ეთანხმება და ნაწილობრივ საფუძველს მოკლებულად მიაჩნია, რამდენადაც, აუდიტის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი, მათ შორის ბინების რეალიზაციის შესახებ ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული გადახდების შესახებ ინფორმაცია წარდგენილი იქნა. ასევე, წარდგენილია, სწორი დაბეგვრის პირობებში გაანგარიშებული დღგ-ის გაანგარიშების ცხრილი, რისი მიხედვითაც იკვეთება გარკვეული სხვაობები დეკლარირებულ მონაცემებთან მიმართებაში (რასაც შესაბამისად ეთანხმება), თუმცა შემმოწმებელმა გარკვეულ შემთხევაში, გაუგებარი მოტივაციით და მტკიცებულებებით, მოახდინა ბინების რეალიზაციის სანაცვლოდ გადახდილი თანხების პერიოდების გადანაცვლება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია გარკვეული ცვლილებები დასარიცხი თანხების პერიოდებსა და ოდენობაში (გამოწვეულია სავარაუდოდ კურსების ცვლილებით), რა ნაწილშიც დამატებით დარიცხულ თანხებს არ ეთანხმება და მოითხოვს თანხების გაანგარიშება მოხდეს კომპანიის მიერ წარდგენილი სრული ინფორმაციის მიხედვით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე:

ა) თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება.

დ) საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.

7. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

დადგენილია, რომ დღგ-ის დეკლარაციებში ასახული დასაბეგრი ბრუნვების გაშიფვრის, ასევე, თანხის მიღების და გადახდის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების გადასახადის გადამხდელის მიერ წარუდგენლობის გამო, შემოწმება დაეყრდნო მხოლოდ, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებს და საბანკო ანგარიშის ამონაწერს, რის საფუძველზეც გამოვლინდა დეკლარირებული მონაცემებისგან განსხვავებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, წინასწარ მიღებული საკომპენსაციო თანხების ნაწილის არასწორი თარიღით კონვერტირება ეროვნულ ვალუტაში, ნაწილის არასწორ პერიოდში დაბეგვრა, ასევე, ნაწილი თანხის არ დაბეგვრა, ბარტერული ოპერაციის საფუძველზე, ფიზიკური პირებისთვის გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასის არ დაბეგვრა.

მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტორის პოზიციას, აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტაცია იქნა წარდგენილი, მათ შორის, სწორი დაბეგვრის პირობებში გაანგარიშებული დღგ-ის გაანგარიშების ცხრილი, რისი მიხედვითაც იკვეთება გარკვეული სხვაობები დეკლარირებულ მონაცემებთან მიმართებაში, რასაც ეთანხმება, თუმცა არ ეთანხმება ბინების რეალიზაციის სანაცვლოდ გადახდილი თანხების პერიოდების გადანაცვლებას და ამ ნაწილში დარიცხულ თანხებს.

აუდიტის დეპარტამენტი 28.12.2023 წლის № 135645-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ შემოწმების პერიოდში, სხვადასხვა დროს, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი იქნა ელექტრონული სახით სამი საბანკო ანგარიშის ამონაწერი, ანგარიშგების შესახებ ----ს ბანკის ცნობა, ბუღალტრული პროგრამა ორისის მონაცემთა ბაზა და ბინების რეალიზაციის ელექტრონული ცხრილი, ანგარიშგების შესახებ --- ბანკის ცნობა, 12 პირთან გაფორმებული შესყიდვის აქტები და ერთ პირთან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ხელმოწერილი მხოლოდ გამყიდველის მხრიდან), ფართების რეალიზაციის ხელშეკრულებები (მათ შორის მხოლოდ ერთი, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება), რომელთა უმრავლესობა ხელმოუწერელია, აღნაგობისა და გაცვლის შესახებ ხელშეკრულების ასლი, ბანკის ანგარიშებიდან ამონაწერები და მიწის ნაკვეთის განახლებული ამონაწერი, უძრავი ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ასლები, დირექტორის განმარტება (არასრული) ცალკეულ მოთხოვნილ მონაცემებთან დაკავშირებით.

კომპანიის დირექტორს და წარმომადგენლებს ელექტრონული ფორმით გაეგზავნა შემოწმების შედეგი და მოთხოვნილი იქნა მტკიცებულებებით გამყარებული, არგუმენტირებული წერილობით პოზიციის წარდგენა, თუმცა არ წარდგენილა. ასევე, არ წარდგენილა მოთხოვნილი ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი სალაროს შემოსავლის ორდერები. შემოწმებისათვის წარდგენილი ცხრილების საფუძველზე შეუძლებელი გახდა უძრავი ქონების მყიდველებისგან საკომპენსაციო თანხების (განსაზღვრულია აშშ დოლარში) მიღების კონკრეტული თარიღები, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის თარიღები განისაზღვრა საბანკო ანგარიშების ამონაწერების და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე. დადგინდა, რომ წინასწარ მიღებული საკომპენსაციო თანხების ნაწილი არასწორი თარიღით არის კონვერტირებული ეროვნულ ვალუტაში, თანხის ნაწილი არასწორ პერიოდშია დაბეგრილი, ხოლო ნაწილი საერთოდ არ არის დაბეგრილი. ასევე, არ არის დაბეგრილი ბარტერული ოპერაციის საფუძველზე, ფიზიკური პირებისთვის გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასი.

გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც ელექტრონულ ცხრილში ასახული დასაბეგრი თანხების და დაბეგვრის პერიოდების განსაზღვრის სისწორე დადასტურდებოდა. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ არის გამყარებული დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებებით.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წამომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციებისგან განსხვავებული გარემოებები, ამასთან აღნიშნა, რომ ტექნიკურ სხვაობას ბინების ნაწილში ეთანხმება. ამასთან, არ წარმოუდგენია სხვა არგუმენტები ან/და მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მათლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. სამშენებლო მასალების ნაწილის დირექტორზე განხორციელებულ უსასყიდლო მიწოდებად კვალიფიცირება ფაქტების აღწერა

მიღებული სასაქონლო ზედნადებების შესწავლით დადგინდა, რომ კომპანიას შესყიდული აქვს 18 923.89 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები, რომლის მცირე ნაწილი (1 426 ლარი) მიტანილია ---ს ქუჩაზე, ხოლო დიდი ნაწილი ქალაქ ----ში. კომპანიას აღნიშნულ მისამართებზე არ უფიქსირდება ნებისმიერი პირისთვის მომსახურების გაწევის შედეგად შემოსავლის მიღება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული ოპერაციები დაკვალიფიცირდა დირექტორზე უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებად. საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე, 159-ე, 160-ე, 161-ე, 1601 , 1621 , 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, კომპანიას, 2020 და 2021 წლების თებერვლის თვეების საანგარიშო პერიოდებში, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ, ამასთან, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სამართლებრივი საფუძვლები დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას და შემმოწმებლის პოზიციას არ ეთანხმება, ვინაიდან აღნიშნული სამშენებლო მასალები ფაქტობრივად მოხმარდა სამშენებლო კორპუსის მშენებლობას, რისი რეალიზაციაც სახეზეა, ხოლო ტრანსპორტირების დასრულების გრაფაში ასახულია არასწორი მისამართები, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია მომწოდებლის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში დარიცხული თანხები სრულად ექვემდებარება შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე:

ა) თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება.

დ) საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

3. ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება:

გ) დასაბეგრი პირის მიერ საქონლის მიწოდება მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების მიერ, სასაქონლო ზედნადებების შესწავლით დადგინდა, რომ შესყიდული მასალები მიტანილია მისამართებზე, რომელ მისამართებზეც კომპანიას არ უფიქსირდება მომსახურების გაწევის შედეგად შემოსავლის მიღება, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ სადავო სამშენებლო მასალები ფაქტობრივად მოხმარდა სამშენებლო კორპუსის მშენებლობას, ხოლო ტრანსპორტირების დასრულების გრაფაში ასახული არასწორი მისამართები სავარაუდოდ, გამოწვეულია მომწოდებლის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზით. მიაჩნია, რომ ამ ნაწილში დარიცხული თანხები სრულად ექვემდებარება შემცირებას. აუდიტის დეპარტამენტი 28.12.2023 წლის № 135645-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ გადასახადს გადამხდელისგან მოთხოვნილი იქნა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, მათ შორის მშენებლობასთან დაკავშირებულის წარდგენა, მაგრამ არ განხორციელდა. მოთხოვნილი იქნა სასაქონლო ზედნადებებით შესყიდული საქონლის მიზნობრიობის შესახებ განმარტება, თუმცა არ წარდგენილა.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წამომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტისაგან განსხვავებული გარემოება, ამასთან აღნიშნა, რომ სამშენებლო მასალა რეალურად გამოყენებულია მშენებლობისათვის და კორპუსი აშენებულია, მაგრამ კონკრეტული მტკიცებულება არ გააჩნია.

ამგვარად, არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მის არგუმენტს გაამყარებდა და შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მათლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფიზიკური პირისათვის გადარიცხული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩათვლა

ფაქტების აღწერა

2020 წლის დეკემბრის, 2021 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში ---ისთვის გადარიცხულია მასალების ღირებულება, ჯამში 2 300 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ არ განხორციელდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, კომპანიას, 2020 წლის დეკემბრის, 2021 წლის იანვრის და თებერვლის თვეების საანგარიშო პერიოდებში, დაერიცხა მოგების გადასახადი, ამასთან, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სამართლებრივი საფუძვლები დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ შემოწმებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელ შეძენებზე მართლზომიერად იქნა განსაზღვრული მოგების გადასახადი. ამდენად, შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში, ---სთვის ჯამურად გადარიცხულია 2 300 ლარი, მასალების ღირებულება, რაზეც შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ არ წარდგენილა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ ნაწილში ითხოვს ნება დაერთოს შესაბამისი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტის მოძიების და შემოწმებისათვის წარდგენის, ხოლო შემოწმებას დაევალოს, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, ამ ნაწილში დარიცხული თანხის კორექტირების მოხდენა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად. დადგენილია, რომ 2020 წლის დეკემბრის, 2021 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში გადარიცხულია მასალების ღირებულება 2 300 ლარის ოდენობით, ხოლო ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა არ განხორციელებულა. შედეგად, ხსენებულ საანგარიშო პერიოდებში, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი.

საბჭო სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წამომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტისაგან განსხვავებული გარემოება, ამასთან აღნიშნა, რომ რეალურად ხარჯი გაწეულია, შეძენილია მასალა, თანხა გადახდილია, მაგრამ ამ ეტაპზე ხარჯის გაწევის და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია, ითხოვს დოკუმენტაციის წარდგენის ვადის მიცემას. საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მათლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

კომპანიის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ სალაროში ფიქსირდება არაგონივრული ნაშთები. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არაგონივრული ნაშთის ოდენობა შეადგენს 719 413 ლარს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არაგონივრული ნაშთები, 2020 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, ივნისის და 2022 წლის მაისის თვეების საანგარიშო პერიოდებში, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ამასთან, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის თანახმად. ამასთან, 2019 წლის დეკემბრის თვეში სესხად განხილულ თანხაზე დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა ჩათვლას, 2020 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სამართლებრივი საფუძვლები დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში. შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ სალაროს არაგონივრული ნაშთების დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტში მითითებულია, რომ „სალაროში ფიქსირდება არაგონივრული ნაშთი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არაგონივრული ნაშთის ოდენობა შეადგენს 719 413 ლარს.“ აღნიშნული აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩაითვალა დირექტორის, ---ს ხელფასად. ამ ნაწილში დარიცხულ თანხას არ ეთანხმება, ვინაიდან საქმიანობის სრული პერიოდის განმავლობაში, კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული პოლიტიკიდან (საბანკო დაწესებულებისადმი არსებული უნდობლობიდან) გამომდინარე, კომპანიის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრები ინახებოდა ნაღდი ფულის სახით კომპანიის განკარგულებაში, საიდანაც ხდებოდა ხარჯვა კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ან ხდებოდა საბანკო დაწესებულებებში შეტანა, კონკრეტული გადარიცხვის მიზნით. შემოწმების პერიოდის ბოლოსათვის დაბეგრილი თანხის ძირითადი ნაწილი განთავსებული იყო კომპანიის განკარგულებაში, რასთან დაკავშირებითაც კომპანიის ხელმძღვანელის მხრიდან წერილობით გაცხადებული იქნა სალაროს ინვენტარიზაციის ჩატარებისას. რაც შეეხება სხვაობას სალაროს ბუღალტრულ და ფაქტიურ ნაშთს შორის, იგი გამოწვეულია კომპანიის მიერ რეალურად გაწეული ხარჯების გაწევით, რასთან დაკავშირებითაც გარკვეულ შემთხვევაში დოკუმენტურად დადასტურება ვერ ხერხდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს კომპანიის საქმიანობის ობიექტურად შესწავლას და ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. დადგენილია, რომ კომპანიის სალაროში ფიქსირდება არაგონივრული ნაშთები, რომელმაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 719 413 ლარი. არაგონივრული ნაშთები, 2020 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, ივნისის და 2022 წლის მაისის თვეების საანგარიშო პერიოდებში, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას, აღნიშნავს, რომ კომპანიის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრები ინახებოდა ნაღდი ფულის სახით კომპანიის განკარგულებაში, საიდანაც ხდებოდა ხარჯვა კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ან ხდებოდა საბანკო დაწესებულებებში შეტანა, შემოწმებით დაბეგრილი თანხის ძირითადი ნაწილი განთავსებული იყო კომპანიის განკარგულებაში, რასთან დაკავშირებითაც კომპანიის ხელმძღვანელის მხრიდან, წერილობით გაცხადებული იქნა სალაროს ინვენტარიზაციის ჩატარებისას.

სალაროს ბუღალტრულ და ფაქტიურ ნაშთს შორის სხვაობა გამოწვეულია კომპანიის მიერ რეალურად გაწეული ხარჯების გაწევით, რასთან დაკავშირებითაც გარკვეულ შემთხვევაში დოკუმენტურად დადასტურება ვერ ხერხდებოდა. აუდიტის დეპარტამენტი 28.12.2023 წლის № 135645-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 17.05.2022 წლის №12346 ბრძანების საფუძველზე, 18 მაისს განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, ხოლო ოქმში აღნიშნულია, რომ კომპანიის სალარო მდებარეობს ----ში, ხოლო ნაღდი ფულის რაოდენობა შეადგენს 6 410 აშშ დოლარს, 4 850 ევროს, 200 ფუნტ სტერლინგს და 1 500 ლარს, ოქმზე დირექტორის მიერ დაფიქსირებულია შენიშვნა, რომ „39 500 აშშ დოლარი შენახული აქვს ბანკში, რომელზედაც შეუძლია წარადგინოს ცნობა სალაროს ნაშთის შესახებ. თანხის გარკვეული ნაწილი შენახული აქვს რაიონში.“ გადასახადის გადამხდელის მიერ არ განხორციელებულა უცხოური ვალუტის შესყიდვის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენა. კომპანიის სააღრიცხვო მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ სალაროში ფიქსირდება არაგონივრული ნაშთები, რომელმაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 719 413 ლარი.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული გარემოებებისგან განსხვავებული გარემოებები. ამასთან აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის განმარტებით, სალაროს ნაშთი რეალურად კომპანიაში ინახებოდა, ხოლო ნაწილი სხვა ტერიტორიაზე, რაც დააფიქსირა კიდეც სალაროს ინვენტარიზაციის ჩატარებისას. საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მათლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. სალაროდან ჩამოწერილი ზედმეტი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, კონკრეტული კრედიტორული დავალიანების ანგარიშებთან კორესპონდენციით, სალაროდან ჩამოწერილია ზედმეტი თანხები. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ არ იქნა წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და მომწოდებლებისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (-----). ასევე, სალაროდან ჩამოწერილია თანხა გადახდილი გადასახადის მიზნობრიობით, თუმცა ბიუჯეტში შესაბამისი თანხის გადახდა არ დასტურდება. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული თანხები, 2021 წლის აპრილის, ოქტომბრის, დეკემბრის და 2022 წლის თებერვლის თვეების საანგარიშო პერიოდებში, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, განისაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სამართლებრივი საფუძვლები დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო საკითხის ნაწილში დარიცხულ თანხებს არ ეთანხმება, ვინაიდან როგორც თავადაც აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს შემოწმების აქტში, სალაროდან თანხა გაცემულია შესაბამისი მიზნობრიობით და ის ფაქტი, რომ აღნიშნულ საკითხზე კომპანიას არ გააჩია დამადასტურებელი ქვითარი არ ნიშნავს, რომ თანხა არ გაუცია. აღსანიშნავია, რომ ამ ნაწილში თითოეულ კომპანიასთან ურთიერთობა დადასტურებულია შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით, რისი შესაბამისი თანხების გადახდის ნაწილიც განხორციელებულია ნაღდი ფულის გადახდით, რისი ინფორმაციაც ასახულია ბუღალტრულ პროგრამაშიც. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი შემმოწმებელი ეჭვს შეიტანდა შესაბამისი ინფორმაციის რეალობაში, მას შეეძლო აღნიშნული ინფორმაცია გადაემოწმებინა შესაბამის თანხის მიმღებ პირებთან (რომლებიც სრულად იდენტიფიცირებულია) და მათგან განსხვავებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, შეეძლო სხვაობის თანხების დაბეგვრა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ კომპანიის მიერ ვერ იქნა წარდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სალაროთი გადახდილი თანხები ჩაითვალოს ხელფასად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, სალაროდან ჩამოწერილია ზედმეტი თანხები, არ იქნა წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და მომწოდებლებისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. ასევე, სალაროდან ჩამოწერილია თანხა გადახდილი გადასახადის მიზნობრიობით, თუმცა ბიუჯეტში შესაბამისი თანხის გადახდა არ დასტურდება. აღნიშნული თანხები, 2021 წლის აპრილის, ოქტომბრის, დეკემბრის და 2022 წლის თებერვლის თვეების საანგარიშო პერიოდებში, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხულ თანხებს, აღნიშნავს, რომ როგორც აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს შემოწმების აქტში, სალაროდან თანხა გაცემულია შესაბამისი მიზნობრიობით და ის ფაქტი, რომ აღნიშნულ საკითხზე კომპანიას არ გააჩია დამადასტურებელი ქვითარი არ ნიშნავს, რომ თანხა არ გაუცია. თითოეულ კომპანიასთან ურთიერთობა დადასტურებულია შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით, რისი შესაბამისი თანხების გადახდის ნაწილიც განხორციელებულია ნაღდი ფულის გადახდით და ინფორმაციაც ასახულია ბუღალტრულ პროგრამაში. შესაბამისი ინფორმაციის რეალობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში, შემმოწმებელს შეეძლო აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაბამის თანხის მიმღებ პირებთან (რომლებიც იდენტიფიცირებულია) და მათგან განსხვავებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, შეეძლო სხვაობის თანხების დაბეგვრა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ კომპანიის მიერ ვერ იქნა წარდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არ იძლევა სალაროთი გადახდილი თანხების ხელფასად ჩათვლის საფუძველს.

აუდიტის დეპარტამენტი 28.12.2023 წლის № 135645-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს ეთხოვა გარკვეული პირებისათვის დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯზე მეტი ოდენობით (თანხების მითითებით) სალაროდან გაცემულ თანხებთან დაკავშირებით წერილობითი განმარტება, თუმცა განმარტება არ იქნა წარდგენილი.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ რეალურად ბუღალტრულად ჩამოწერილი ქონდა გადასახადის გადამხდელს როგორც გადახდილი მომწოდებელზე, მასაც მიაჩნია, რომ არასწორი მონაცემები ქონდა დაფიქსირებული პერიოდების მიხედვით, რადგან პერიოდის ბოლოს იყო ერთიანად ნაჩვენები დაფარვა მთელი პერიოდის, თუმცა თანხა მართლაც გადახდილია, დაფარულია და დავალიანება არ ფიქსირდება, სხვა პერიოდში, უფრო გვიან არის ბუღალტერიაში ასახული, შემოწმებით კი თითქოს არ არის გადახდილი. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის არგუმენტზე განმარტა, რომ დაიბეგრა ზედმეტად გადახდილი თანხები, ანუ, მხოლოდ დოკუმენტურად დაუდასტურებელი თანხები რაც იყო.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მათლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6. შესყიდვის აქტების საფუძველზე ჩამოწერილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა ფაქტების აღწერა

კომპანიის მინდობილმა პირმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა ფიზიკურ პირებთან გაფორმებული 12 ერთეული შესყიდვის აქტი, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 1 247 580 ლარს. შესყიდვის აქტებში მითითებული პირების უმეტესობამ, სატელეფონო კომუნიკაციის დროს, არ დაადასტურა შესყიდვის აქტების ნამდვილობა. დირექტორი განმარტავს, რომ: „მარწყვის ნერგები განთავსებულია სოფელ ---ში (საკ. კოდი ---) სამ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. მარწყვის ნაყოფის მოსავალი ჯერ არ მიუღია, მოსავლის მოლოდინი არის მომავალი წლის გაზაფხულიდან. ორაგულის ლიფსიტა, მდებარეობს სოფ. ----ში მის კუთვნილ აუზში (საკ. კოდი ----) და ყვითელი კალმახის ლიფსიტა, მდებარეობს სოფ. ---ში ----ის კუთვნილ აუზზე (საკ. კოდი ---), რომელიც ნათხოვარი აქვს მისგან. აღნიშნულ ლიფსიტებს სჭირდება სამ-ოთხწლიანი პერიოდი, რომ მოხდეს მათი რეალიზაცია. სადედე ორაგული ასევე მდებარეობს ---ში ---ის კუთვნილ აუზში (საკ. კოდი ---), გამოყენებული იქნება ხიზილალის დასამზადებლად, რომელსაც წესით ნოემბრის ბოლოს მოუწევს მოპოვება და დამუშავება. ასევე, ---ის კუთვნილ აუზში (საკ. კოდი ---) განთავსებულია ციმბირული ზუთხი და სარკისებური კარპი, ნაშთი უცვლელი სახით არსებობს.

რაც შეეხება ალაზნის ლოქოს, ნაყიდი აქვს ---გან, დროებით კვლავ განთავსებულია მყიდველის ტერიტორიაზე და ელოდება შესაბამის ამინდს გადმოსაყვანად. ღორების შესახებ მოგახსენებთ, რომ ღორები დაავადების გაჩენის რისკის გამო დაკლულია და ხორცი ინახება მისი,---ის, საკუთრებაში არსებულ 40 ტონიან საყინულე მაცივარში, რომელიც მდებარეობს სოფ. ---ში (საკ. კოდი ---). აპირებს ხორცის შებოლვას და შემდგომ რეალიზაციას. ფუტკრის სკების შესახებ მოგახსენებთ, რომ სკების ნაწილი და მისაბმელი მდებარეობს სოფ. ---ში შპს „---“-ს კუთვნილ მიწაზე (საკ. კოდი ---) და ნაწილი სოფ.---ში (საკ. კოდი ---). სკები ახალ ჩადგმული ფიჭებით არის დატვირთული და მოსავალს მხოლოდ მომავალი წლის გაზაფხულზე ელოდება. მიზერული რაოდენობა, რაც დაიწურა, მთლიანად მოხმარდა ფუტკარს გამოსაკვებად“.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, რომ შესყიდვის აქტებში მითითებული პირების უმეტესობამ არ დაადასტურა შესყიდვის აქტების ნამდვილობა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, სალაროდან ჩამოწერილი თანხები (ფუტკრის ოჯახის, სარკისებრი კარპის და ალაზნის ლოქოს შესყიდვაზე გადახდილი თანხის გარდა), 2021 წლის აგვისტოს, სექტემბრის და 2022 წლის მარტის, აპრილის თვეების საანგარიშო პერიოდებში, ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112- ე ნაწილის საფუძველზე გადაუხდელი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სამართლებრივი საფუძვლები დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში. შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ კომპანიის მინდობილმა პირმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა ფიზიკურ პირებთან გაფორმებული 12 ერთეული შესყიდვის აქტი, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 1 247 580 ლარს. შესყიდვის აქტებში მითითებული პირების უმეტესობამ სატელეფონო კომუნიკაციის დროს არ დაადასტურა შესყიდვის აქტების ნამდვილობა. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, რომ შესყიდვის აქტებში მითითებული პირების უმეტესობამ არ დაადასტურა შესყიდვის აქტების ნამდვილობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სალაროდან ჩამოწერილი თანხები (ფუტკრის ოჯახის, სარკისებრი კარპის და ალაზნის ლოქოს შესყიდვაზე გადახდილი თანხის გარდა) ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო საკითხის ნაწილში დარიცხულ თანხებს არ ეთანხმება, ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას სრულად წარდგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, როგორც შესყიდვების, ასევე შესყიდული პროდუქციის განთავსების შესახებ, რაც აქტშიც მითითებულია. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შესყიდვის აქტებში მითითებული პირების უმეტესობამ არ დაადასტურა შესყიდვის აქტების ნამდვილობა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მათთვის ცნობილი ხდება შემოწმების აქტიდან გამომდინარე, ასევე, წარდგენილი არ არის აღნიშნულის დამდასტურებელი ინფორმაცია. თუნდაც იმ დაშვებით, რომ რომელიმე პირმა არ დაადასტურა ოპერაცია, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს, რომ დადასტურდეს აღნიშნული ოპერაციების განხორციელების ფაქტი, რამდენადაც ყველა შესყიდვის აქტს აქვს საფუძველი და შესყიდულია შესაბამისი პროდუქცია, რაც განთავსებულია სხვადასხვა ლოკაციაზე, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, რომლის შესახებაც დირექტორმაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნულს შემოწმების აქტშიც კითხულობს, კერძოდ: „მარწყვის ნერგები განთავსებულია სოფელ ---ში (ს.კ. ---) სამ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. მარწყვის ნაყოფის მოსავალი ჯერ არ მიუღია, მოსავლის მოლოდინი არის მომავალი წლის გაზაფხულიდან. ორაგულის ლიფსიტა, სოფ. ---ში მის კუთვნილ აუზში (ს.კ. --) და ყვითელი კალმახის ლიფსიტა, მდებარეობს სოფ. ---ის (პ/ნ----) კუთვნილ აუზზე (ს.კ. ---), რომელიც ნათხოვარი აქვს მისგან. აღნიშულ ლიფსიტებს სჭირდება 3-4 წლიანი პერიოდი, რომ მოხდეს მათი რეალიზაცია. სადედე - ორაგული ასევე მდებარეობს --- ის კუთვნილ აუზში (ს.კ. ---) გამოყენებული იქნება ხიზილალის დასამზადებლად, რომელსაც წესით ნოემბრის ბოლოს მოუწევს მოპოვება და დამუშავება.

ასევე, ამავე აუზში განთავსებულია ციმბირული ზუთხი და სარკისებული კარპი, ნაშთი უცვლელი სახით არსებობს. რაც შეეხება ალაზნის ლოქოს, ნაყიდი აქვს ---გან, დროებით კვლავ განთავსებულია გამყიდველის ტერიტორიაზე და ელოდება შესაბამის ამინდს გადმოსაყვანად. ღორების შესახებ მოგახსენებთ, რომ ღორები დაავადების გაჩენის რისკის გამო დაკლულია და ხორცი ინახება ---ის საკუთრებაშია არსებულ 40 ტონიან საყინულე მაცივარში, რომელიც მდებარეობს სოფელ ----. აპირებს ხორცის შებოლვას და შემდგომ რეალიზაციას. ფუტკრის სკების შესახებ მოგახსენებთ, რომ სკების ნაწილი და მისაბმელი მდებარეობს სოფელ ---ში შპს ----ს კუთვნილ მიწაზე (ს.კ: ----) და ნაწილი სოფ. ----. სკები ახალჩადგმული ფიჭებით არის დატვირთული და მოსავალს მხოლოდ მომავალი წლის გაზაფხულზე ელოდება. მიზერული რაოდენობა, რაც დაიწურა, მთლიანად მოხმარდა ფუტკარს გამოსაკვებად.“

აქ აღნიშნული ნებისმიერი პროდუქტი ხელმისაწვდომია და ხელმისაწვდომი იყო იმ ფორმით, რაც მიუთითა დირექტორმა, საჭიროდ ჩათვლის შემთხვეაში, შემოსავლების სამსახურს შეეძლო და დღესაც შეუძლია ფიზიკურად გადაამოწმოს. შესაბამისად, სახეზეა ფაქტობრივი შესყიდვა და თანხაც შესაბამისად არის განკარგული, ამდენად უსაფუძვლოა ეს თანხა გატარდეს დირექტორზე ხელფასის სახით გადახდილ თანხად და დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით.

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ კომპანიის მინდობილმა პირმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა ფიზიკურ პირებთან გაფორმებული 12 ერთეული შესყიდვის აქტი, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 1 247 580 ლარს. შესყიდვის აქტებში მითითებული პირების უმეტესობამ, სატელეფონო კომუნიკაციის დროს, არ დაადასტურა შესყიდვის აქტების ნამდვილობა. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, რომ შესყიდვის აქტებში მითითებული პირების უმეტესობამ არ დაადასტურა შესყიდვის აქტების ნამდვილობა. სალაროდან ჩამოწერილი თანხები (ფუტკრის ოჯახის, სარკისებრი კარპის და ალაზნის ლოქოს შესყიდვაზე გადახდილი თანხის გარდა), 2021 წლის აგვისტოს, სექტემბრის და 2022 წლის მარტის, აპრილის თვეების საანგარიშო პერიოდებში, ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანი სადავო საკითხის ნაწილში დარიცხულ თანხებს არ ეთანხმება, აღნიშნავს, რომ შემოწმების მიმდინარეობისას სრულად წარდგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, როგორც შესყიდვების, ასევე შესყიდული პროდუქციის განთავსების შესახებ, რაც აქტშიც მითითებულია. ინფორმაცია, რომ შესყიდვის აქტებში მითითებული პირების უმეტესობამ არ დაადასტურა შესყიდვის აქტების ნამდვილობა, მათთვის ცნობილი ხდება შემოწმების აქტიდან გამომდინარე, თუნდაც იმ დაშვებით, რომ რომელიმე პირმა არ დაადასტურა ოპერაცია, აღნიშნული არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს, რომ დადასტურდეს აღნიშნული ოპერაციების განხორციელების ფაქტი, რამდენადაც ყველა შესყიდვის აქტს აქვს საფუძველი და შესყიდულია შესაბამისი პროდუქცია, რაც განთავსებულია სხვადასხვა ლოკაციაზე, რომლის შესახებაც დირექტორმაც მიაწოდა ინფორმაცია, აღნიშნული შემოწმების აქტშიც დაფიქსირებულია, მასში მითითებული ნებისმიერი პროდუქტი ხელმისაწვდომია და ხელმისაწვდომი იყო იმ ფორმით, რაც მიუთითა დირექტორმა.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტების ანალოგიური არგუმენტები. აუდიტის დეპარტამენტის წარმომდგენელმა ფაქტობრივ გარემოებებში დაფიქსირებულ ინფორმაციაზე დამატებით აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილია მარწყვის ნერგი, რომელიც დირექტორის განმარტებით განთავსებულია მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე და ამ დროისთვის კი იგი მიწას არ ფლობდა, რაც შეეხება ღორების დაკვლას, აცხადებს, რომ მაცივარში ინახავს, თუმცა ვერ იქნა წარდგენილი სასაკლაოს მიერ გაცემული დოკუმენტები, შესყიდვის აქტების ასლები გაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, უსაქონლო ოპერაციის ან/და ფიქტიური გარიგების დადგენის მიზნით.

მოხდა დირექტორის და შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული პირების გამოკითხვა და აუდიტის დეპარტამენტს მიეწოდა გამოკითხვის ოქმები, რომელშიც მითითებული პირების ნაწილი უარს აცხადებს საქონლის მიყიდვაზე და შესაბამისად, არ დაადასტურა შესყიდვის აქტის ნამდვილობა, ერთი პირი კი ამბობს, რომ აქტი ყალბია, შედეგად, სადავო საკითხის ნაწილში დაეყრდნო საგამოძიებო სამსახურიდან წარდგენილ გამოკითხვის ოქმებს. ამასთან, აღნიშნა, რომ ინფორმაცია გაეგზავნა კომპანიის წარმომადგენლებს და ეთხოვათ პოზიციის წარდგენა, მაგრამ არ წარუდგენიათ.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მათლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. გამოკითხვის ოქმებსა და ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ფასებს შორის სხვაობის (საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით) დაბეგვრა ფაქტების აღწერა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი ფიზიკური პირების (--------) გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, რომ უძრავი ქონების შესყიდვა განხორციელდა იმაზე მეტ თანხად, ვიდრე მითითებულია ხელშეკრულებაში, ხოლო თანხა სრულად არის გადახდილი კომპანიის დირექტორისათვის. საგადასახადო კოდექსის 73-ე, 159-ე, 160-ე, 161-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, ფიზიკური პირების მიერ დასახელებულ თანხებსა და ხელშეკრულებაში ასახულ თანხებს შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ფიზიკური პირების მიერ დასახელებულ თანხებსა და ხელშეკრულებაში ასახულ თანხებს შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად და 2020 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, მაისის, ივლისის, აგვისტოს, დეკემბრის, 2021 წლის იანვრის, მარტის, აპრილის, ივნისის და სექტემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადამხდელის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სამართლებრივი საფუძვლები დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში. შემოსავლების სამსახური ეყრდნობა შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიიჩნევს, რომ ფიზიკური პირების მიერ დასახელებულ თანხებსა და ხელშეკრულებაში ასახულ თანხებს შორის სხვაობა მართლზომიერად იქნა მიჩნეული დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო საკითხის ნაწილში დარიცხულ თანხებს არ ეთანხმება, ვინაიდან გაუგებარია ამ ნაწილში აღწერილი ფაქტების საფუძველი. კომპანიის მიერ, თითოეული უძრავი ქონების რეალიზაცია განხორციელებულია შესაბამისი რეალიზაციის ხელშეკრულების გაფორმების გზით, სადაც ასევე ასახულია თითოეული ფართის შესაბამისი ღირებულებაც, რაც ასევე წარდგენილია საჯარო რეესტრში. რაც შეეხება თანხების მიღებას, კომპანიის მიერ მიღებულია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში დარიცხული თანხები უსაფუძვლოა და ექვემდებარება გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი ფიზიკური პირების გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, რომ უძრავი ქონების შესყიდვა განხორციელებულია იმაზე მეტ თანხად, ვიდრე მითითებულია ხელშეკრულებაში, ხოლო თანხა სრულად არის გადახდილი კომპანიის დირექტორისათვის. ფიზიკური პირების მიერ დასახელებულ თანხებსა და ხელშეკრულებაში ასახულ თანხებს შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით, ასევე თანხებს შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხვას, აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ, თითოეული უძრავი ქონების რეალიზაცია განხორციელებულია შესაბამისი რეალიზაციის ხელშეკრულების გაფორმების გზით, სადაც ასახულია თითოეული ფართის შესაბამისი ღირებულება, რაც ასევე წარდგენილია საჯარო რეესტრში. კომპანიის მიერ მიღებულია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხები.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული ინფორმაციისაგან, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელს ფაქტობრივ გარემოებში დაფიქსირებულ ინფორმაციისაგან განსხვავებული არგუმენტები/გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მათლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. დარიცხული დღგ;

2. სამშენებლო მასალების ნაწილის დირექტორზე განხორციელებულ უსასყიდლო მიწოდებად კვალიფიცირება;

3. ფიზიკური პირისათვის გადარიცხული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩათვლა;

4. სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

5. სალაროდან ჩამოწერილი ზედმეტი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

6. შესყიდვის აქტების საფუძველზე ჩამოწერილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

7. გამოკითხვის ოქმებსა და ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ფასებს შორის სხვაობის (საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით) დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №15767 ბრძანება და №006-313 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №29357 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 1601; 163; 160; 164; 73; 101; 154; 982.

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.