კურსთა შორის სხვაობის მოგება-ზარალში ასახვა (სავალუტო ანგარიშზე არსებულ კრედიტორულ დავალიანებებთან მიმართებაში) N 1005

1005 კურსთა შორის სხვაობის მოგება-ზარალში ასახვა (სავალუტო ანგარიშზე არსებულ კრედიტორულ დავალიანებებთან მიმართებაში) 07.04.2011
№ დოკუმენტი 1005
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

კურსთაშორის სხვაობის მოგება-ზარალში ასახვა N 1005

ფაქტობრივი გარემოებები

· შემდგომი გადახდის პირობით შეძენილი საქონლის სახელშეკრულებო ფასია 1000 დოლარის ექვივალენტი ლარებში, გადახდის დღისათვის

· საქონელი მიღებულია 2009 წლის 20 დეკემბერს, როდესაც 1 დოლარის გაცვლითი კურსი შეადგენდა 1.8 ლარს. საქონელი მარაგებში აღირიცხა 1800 ლარად

· 2010 წლის 26 იანვარს პირმა გადაყიდა აღნიშნული საქონელი. ამასთან, კრედიტორული დავალიანება დაფარა 2010 წლის 31 მარტს, როდესაც 1 დოლარის გაცვლითი კურსი შეადგენდა 2 ლარს. შესაბამისად გადაიხადა 2000 ლარი

· პირმა კურსთაშორის სხვაობით გამოწვეული ზარალი 200 ლარი მიაკუთვნა 2010 წლის საანგარიშო პერიოდს

შეფასება

· საკურსო სხვაობები, გარდა ისეთ ფულად მუხლებთან დაკავშირებულისა, რომელიც წარმოადგენს უცხოურ ქვეგანაყოფში დაბანდებული ნეტო ინვესტიციის ნაწილს (ბასს 21.პ.15), უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც წარმოიშობა კურსთაშორის სხვაობით გამოწვეული შედეგი. 200 ლარი წარმოადგენს 2010 წლის საანგარიშო პერიოდის ზარალს

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება