საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება N 2206

2206 საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება - (ძალადაკარგული) 16.11.2010
№ დოკუმენტი 2206
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება N 2206

ფაქტობრივი გარემოებები

•საცალო სავაჭრო ქსელის ობიექტი "პორტატული გადასატანი ჩასარიცხი" აპარატის მეშვეობით ახორციელებს მობილურ ტელეფონებზე თანხების ჩარიცხვას

•მომხმარებლისაგან თანხების მიღებისას არ იყენებს საკონტროლო-სალარო აპარატს

შეფასება

•მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საქმიანობის ამ ნაწილში პირი ვალდებული იყო გამოეყენებინა საკონტროლო-სალარო აპარატი

ღონისძიებები

•პირი დაჯარიმდება სსკ-ის 139-ე მუხლის შესაბამისად