რეინვესტირებული მოგების დაბეგვრა N 2615
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
რეინვესტირებული მოგების დაბეგვრა N 2615
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X“-ის 2014 წელს საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულმა დასაბეგრმა მოგებამ შეადგინა 100 000 ლარი. საწარმოს ამავე წელს უფიქსირდება ფინანსური მოგება 100 000 ლარის ოდენობით. საწარმომ მიიღო გადაწყვეტილება დასაბეგრი მოგების რეინვესტირების თაობაზე და 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათის გათვალისწინებით არ დაბეგრა მოგების გადასახადით. 2016 წელს საწარმომ 60 000 ლარად შეიძინა ტრაქტორი. ხოლო 2017 წლის დეკემბრის თვეში დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე დივიდენდის სახით გაანაწილა 2014 წელს მიღებული მოგება 100 000 ლარის ოდენობით.
· გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადში საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია.
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი) 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლოსამეურნეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
· იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ შეუსრულებია შეღავათით სარგებლობისთვის დადგენილი პირობები, თანხა, რომლის რეინვესტირებაც არ განუხორციელებია 2014-2016 წლებში - 40 000 ლარის ოდენობით, ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას. შესაბამისად, საწარმომ 2014 წლის საანგარიშო პერიოდზე უნდა წარადგინოს მოგების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაცია.
· დივიდენდის სახით განაწილებული მოგება, 100 000 ლარის ოდენობით, სსკ-ის 981 მუხლის შესაბამისად, ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას 2017 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, მოგების განაწილებისას ჩაითვალოს 2014 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
ღონისძიებები
· გადასახადის გადამხდელს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და, დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით
აღნიშნული მიდგომა ასევე ვრცელდება სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების რეინვესტირებასთან მიმართებაში