N 134- 26/03/2015 - „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №134
2015 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 10.04.2014, სარეგისტრაციო კოდი: 200030000.10.003.017895) დამტკიცებულ, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული ვალდებულება, გადასახადის გადამხდელის მიერ, ითვლება შესრულებულად, თუ ბანკში თანხის შეტანა და სათანადო საგადახდო დავალების გამოწერა განხორციელდა საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული გადახდის ვადის ბოლო დღის 24 საათამდე.“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე