N 3273-XIმს-Xმპ - 15/06/2023 - „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 54-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ერთი მოვალის მიმართ რამდენიმე სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი მოთხოვნების სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევაში მოვალის ერთი და იმავე ქონების აუქციონის წესით ან სხვაგვარ რეალიზაციას ახორციელებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა იარაღსა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოში, სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე – სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში, ზემსუბუქ საჰაერო ხომალდზე − ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში, საზღვაო ხომალდზე – საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, ფასიან ქაღალდზე – ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ შესაბამის პირთან, ხოლო სხვა ქონებაზე – საჯარო რეესტრში. აღსრულების რიგითობა განისაზღვრება ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის დროის მიხედვით (საათობრივად და წუთობრივად).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,15 ივნისი 2023 წ.
N3273-XIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე