N 503 - 11/11/2016 - „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 11.11.2016
№ დოკუმენტი 503
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №503

2016 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017642) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-4 მუხლის მე-12 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. სამივე კლასის ავტოსადგურში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი პირობები (პანდუსები, ბილიკები, გასასვლელები და სხვა), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის“ სტანდარტებს.“.

2. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-მე-6 პუნქტები:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ავტოსადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომისათვის ავტოსადგომის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი საფასურის დღიური განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 30 ლარს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია, მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურს, რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვის მოთხოვნით.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური ვალდებულია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის მიღებიდან 72 საათის ვადაში, უზრუნველყოს რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან შესაბამისი ავტოსადგომის გამორთვის განხორციელება.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე