N 3 - 12/01/2022 - „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №3
2022 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 19/11/2020, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017394) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) XVI კარის 85-ე ჯგუფის (ელექტრული მანქანები და მოწყობილობები, მათი ნაწილები; ბგერათჩამწერი და ბგერათაღმწარმოებელი აპარატურა, სატელევიზიო გამოსახულებისა და ბგერის ჩამწერი და აღმწარმოებელი აპარატურა, მათი ნაწილები და საკუთნოები) „დამატებით შენიშვნებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. 8543 70 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში არ კლასიფიცირდება ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც აღჭურვილია (დაკომპლექტებულია, წარმოადგენს მისი კონსტრუქციის განუყოფელ ნაწილს) ერთჯერადი ან/და მრავალჯერადი გამოყენების შევსებული/დამუხტული სათავსით (კონტეინერი, კაფსულა, ავზი, კარტრიჯი და ა.შ.). ასეთი მოწყობილობა კლასიფიცირდება მასში განთავსებული ნივთიერების სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე