N 278 - 29/05/2018 - „ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს №393 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №278
2018 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს №393 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს №393 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/08/2017, 300160070.10.003.020102) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის − „სატრანსპორტო საშუალებების მაქსიმალური გაბარიტები და მასა, ასევე მათი თანმდევი სხვა პარამეტრები“ 2.2.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1674147840894 {null margin: 0 auto !important; }„2.2.2.
შესახსრებული სატრანსპორტო საშუალებები ხუთი ან ექვსი ღერძით
ა) ორღერძიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება სამღერძიანი ნახევარმისაბმელით;
ბ) სამღერძიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ორ ან სამღერძიანი ნახევარმისაბმელით;
გ) ორღერძიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება სამღერძიანი ნახევარმისაბმელით, რომლითაც ხორციელდება ინტერმოდალურ სატრანსპორტო ოპერაციებში 45 ფუტამდე მაქსიმალური სიგრძის ერთი ან მეტი კონტეინერის ან სახსნელი ძარის გადაზიდვა;
დ) სამღერძიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ორ ან სამღერძიანი ნახევარმისაბმელით, რომლითაც ხორციელდება ინტერმოდალურ სატრანსპორტო ოპერაციებში 45 ფუტამდე მაქსიმალური სიგრძის ერთი ან მეტი კონტეინერის ან სახსნელი ძარის გადაზიდვა
40 ტონა
40 ტონა
42 ტონა
44 ტონა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 31 მაისიდან.
პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე