N 435 - 04/09/2019 - „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 04.09.2019
№ დოკუმენტი 435
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №435

2019 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

„არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში (სსმ III, №120, 19/10/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნებართვის ელექტრონულად გაცემის შემთხვევაში, როდესაც შემოსავლების სამსახურისათვის ხელმისაწვდომია ნებართვების ელექტრონული ბაზა, მისი დედნის წარდგენა საბაჟო ორგანოში სავალდებულო არ არის.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

პირველი ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე