მასალის (ნედლეულის) დანაკარგი N 1718

1718 მასალის (ნედლეულის) დანაკარგი - (ძალადაკარგული) 07.04.2011
№ დოკუმენტი 1718
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მასალის (ნედლეულის) დანაკარგი N 1718

ფაქტობრივი გარემოებები

· საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ბუღალტრულ ჩანაწერებში ხარჯად აქვს აღიარებული და ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს შაქრის ფხვნილის ფაქტობრივი ნაკლებობა საერთო მასის 2%-ის ოდენობით. ამასთან, დადგენილი არ არის დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი

· შაქრის დანაკარგზე არ არსებობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ზღვრული ნორმა

· ვარიანტი 1: ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა განხორციელდა 2009 წელს

· ვარიანტი 2: ნაკლებობა გამოვლინდა 2010 წლის სექტემბერში და ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა განხორციელდა 2010 წელს

· წინა პერიოდებში ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურებით სამართალდარღვევა (პირველადი დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია – მოხმარება, ჩეკის ამოურტყმელობა, პირადი მოხმარებისათვის გამოყენება) გამოვლენილი არ არის

შეფასება

· საგადასახადო ორგანო მიმართავს ფინანსთა სამინისტროს საკითხის სამთავრობო კომისიაზე განსახილველად. ამასთან, თუ შემოწმების დასრულებამდე არ იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, სხვა ეპიზოდების მიხედვით დგება საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი.

· შემოწმების დასრულებამდე მიღებული იქნა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც შაქრის ფხვნილის შენახვის პროცესში დანაკარგის ნორმა დადგინდა 0.5%–ის ოდენობით

· 2009 წელს გამოვლენილი ფაქტობრივი დანაკარგი დადგენილ ზღვრულ ნორმაზე მეტი ოდენობით (1.5%) ჩაითვლება დანაკლისად და შესაბამისად საბაზრო ფასებით განხორციელებულ მიწოდებად

· 2010 წლის 1 აგვისტოს შემდეგ გამოვლენილი ფაქტობრივი დანაკარგი დადგენილ ზღვრულ ნორმაზე მეტი ოდენობით (1.5%) ჩაითვლება დანაკლისად და საგადასახადო სამართალდარღვევად

ღონისძიებები

· პირველ ვარიანტში: გადაანგარიშდება შესაბამისი გადასახადების (დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადი) დაბეგვრის ობიექტი. გადასახადების შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ–ის 275–ე მუხლით

· მე-2 ვარიანტში: პირი დაჯარიმდება დანაკლისის საბაზრო ღირებულების 50%-ის ოდენობით (მასზე გაწეული ხარჯისა და დღგ-ის ჩათვლის გაუქმების გარეშე), ამასთან პირს გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით შემდგომ პერიოდში საგადასახადო ვალდებულებები აღარ დაეკისრება (სსკ–ის 286–ე მუხლის მე–8 ნაწილი)