დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია (მანქანების/აქციზური საქონლის იმპორტის დროს, რომლის მიწოდება განთავისუფლებულია დღგ-სგან - დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია არაა სავალდებულო) N 1147

1147 დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია (მანქანების/აქციზური საქონლის იმპორტის დროს, რომლის მიწოდება განთავისუფლებულია დღგ-სგან - დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია არაა სავალდებულო) 06.09.2011
№ დოკუმენტი 1147
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია N 1147

ფაქტობრივი გარემოებები

· პირი ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა 2007 წლიდან და ახორციელებს სეს ესნ 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილების (აქციზური საქონლის) იმპორტს და მიწოდებას, მათ შორის, ექსპორტს

· 2007 წლის მარტში ექსპორტირებული ავტომობილების ღირებულებამ გადააჭარბა 100 000 ლარს

· პირი არ დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად, ვინაიდან:

ა) მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ან/და მიწოდება გათავისუფლებული იყო დღგ-ისაგან;

ბ) მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი არ ჩათვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად

შეფასება

· 2011 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო კოდექსის:

ა) 231-ე მუხლის თანახმად, საქონლის ექსპორტი განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და იბეგრება ნულოვანი განაკვეთით;

ბ) 221-ე მუხლის თანახმად, აქციზური საქონლის იმპორტიორი უნდა დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად საქონლის მიწოდებამდე

· 2011 წლის პირველ იანვრამდე პირი ფორმალურად ექვემდებარებოდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ: მსუბუქი ავტომობილების მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისაგან, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრა შინაარსობრივად წარმოადგენს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებას, დღგ-ისაგან გათავისუფლებული საქონლის ექსპორტის ოპერაციები არ უნდა იქნეს გათვალისწინებული დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების დადგენისას.

· 2011 წლის პირველ იანვრამდე პირი ფორმალურად ექვემდებარებოდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ აქციზით იბეგრება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და არა ზოგადად მსუბუქი ავტომობილების მიწოდება, მისი, როგორც აქციზური საქონლის იმპორტის ფაქტი, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულებას არ წარმოშობს.

ღონისძიებები

· პირის ქმედება საგადასახადო სამართალდარღვევად არ უნდა იქნეს მიჩნეული

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით