N 5758-IIს - 17/03/2020 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი:
„ბ2) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,17 მარტი 2020 წ.
N5758-IIს