N 41-47 - 14/06/2024 - „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41-47
2024 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-91 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 05.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.101.016084) შევიდეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
გ.ა) სამორინეს თამაშობებზე – 300 000 ლარი კვარტალში;
გ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – 300 000 ლარი კვარტალში;
გ.გ) ტოტალიზატორების თამაშობებზე – 300 000 ლარი კვარტალში.
დ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – 20 000 ლარი კვარტალში.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გიორგი ტყემალაძე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე