N 143 - 18/04/2024 - „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 18.04.2024
№ დოკუმენტი 143
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №143

2024 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

„ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022039) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) სახელმწიფო უწყების (საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია) მიერ იმპორტში დეკლარირებულ ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებზე.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი კობახიძე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე