N 49 - 11/02/2015 - „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №49
2015 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010040000.10.003.017565) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“:
1. მე-4 მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. სასაზღვრო გამტარ პუნქტში საპასპორტო კონტროლის დროს პირის ფოტოგადაღება წარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების, სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენისა და თავიდან აცილების, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა პრევენციის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
2. მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სასაზღვრო გამტარ პუნქტში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის მიხედვით, მოწმდება საბუთის დაკარგვა და მისი ნამდვილობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგრეთვე, გააჩნიათ წვდომა საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის – ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარული და დაკარგული დოკუმენტების მონაცემთა ბაზასთან (SLTD).“.
3. მე-5 მუხლს მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:
„101. ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის განხორცილებისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის მიხედვით, მოწმდება მონაცემები ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგრეთვე, გააჩნიათ წვდომა საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის – ინტერპოლის გენერალური სამდივნოს გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემთა ბაზასთან.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე