N 3310-XIმს-Xმპ - 28/06/2023 - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 28.06.2023
№ დოკუმენტი 3310-XIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2991 და 2992 მუხლები:

„მუხლი 2991. ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება

ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

მუხლი 2992. ოქროს მოპოვებისას ან/და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება

ოქროს მოპოვებისას ან/და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,28 ივნისი 2023 წ.

N3310-XIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე