N 436 - 04/09/2019 - „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №304 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 04.09.2019
№ დოკუმენტი 04/09/2019
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №436

2019 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

„პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №304 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №304 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/07/2016, 480450000.10.003.019369) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის“:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) საიმპორტო/საექსპორტო პრეკურსორის დასახელება, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი (CAS number) და სასაქონლო კოდი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად;“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 4 ეგზემპლარი გადაეცემა იმპორტიორს, საიდანაც ერთი ეგზავნება ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს. 2 ეგზემპლარი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) პროცედურის განხორციელებისას უნდა წარედგინოს შემოსავლების სამსახურს, რომელთაგან ერთი დაერთვის საბაჟო დეკლარაციას, ხოლო მეორეს, ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის შესახებ გაფორმების ორგანოს აღნიშვნით, იმპორტიორი უბრუნებს სააგენტოს 5 სამუშაო დღის ვადაში. ერთი ეგზემპლარი რჩება იმპორტიორთან.“;

გ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 3 ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, საიდანაც 2 ეგზემპლარი ექსპორტის პროცედურის განხორციელებისას უნდა წარედგინოს შემოსავლების სამსახურს, რომელთაგან ერთი დაერთვის საბაჟო დეკლარაციას, ხოლო მეორეს, ფაქტობრივად განხორციელებული ექსპორტის შესახებ გაფორმების ორგანოს აღნიშვნით, ექსპორტიორი უბრუნებს სააგენტოს 5 სამუშაო დღის ვადაში. ერთი ეგზემპლარი რჩება ექსპორტიორთან.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პრეკურსორის მიმართ ექსპორტის პროცედურის განხორციელების შემდეგ სააგენტო იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოდან საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესით, გამოითხოვს ინფორმაციას ფაქტობრივად იმპორტირებული პრეკურსორის დასახელების, რაოდენობისა და იმპორტის განხორციელების თარიღის შესახებ.“.

3. დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №3

სსიპ – წამლის სააგენტოს უფროსს

______________________________

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა – დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა

პრეკურსორების იმპორტზე

1. იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, სააგენტოს რეესტრში რეგისტრაციის ნომერი:

____________________________________________________________________

2. ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი:

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

3. ტვირთის საბოლოო მიმღები ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი:

4. პრეკურსორის დასახელება, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი (CAS number), სასაქონლო კოდი (სეს ესნ) და რაოდენობა. ნარევის შემთხვევაში, დამატებით მიეთითება მასში პრეკურსორის შემცველობა გამოხატული პროცენტით:

• ____________________________________________________________________

და ა. შ.

5. იმპორტის მიზანი:

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

6. ტრანსპორტის სახეობა, რომლითაც განხორციელდება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) პროცედურა:

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

7. მწარმოებელი (დასახელება, მისამართი):

____________________________________________________________________

8. ვადასტურებ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს

პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა:

______________________ „____“ _____________ 20-- .“.

4. დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №4

სსიპ – წამლის სააგენტოს უფროსს

______________________________

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა – დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა

პრეკურსორების ექსპორტზე

1. ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, სააგენტოს რეესტრში რეგისტრაციის ნომერი:

___________________________________________________________________

2. იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი:

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

3. ტვირთის საბოლოო მიმღები ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი:

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

4. პრეკურსორის დასახელება, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი (CAS number), სასაქონლო კოდი (სეს ესნ) და რაოდენობა. ნარევის შემთხვევაში, დამატებით მიეთითება მასში პრეკურსორის შემცველობა გამოხატული პროცენტით:

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

და ა. შ.

5. ექსპორტის მიზანი:

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

6. იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული იმპორტზე თანხმობის დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი:

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

7. ტრანსპორტის სახეობა, რომლითაც განხორციელდება ექსპორტის პროცედურა:

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

8. მწარმოებელი (დასახელება, მისამართი):

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

9. ვადასტურებ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს

პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა:

_______________ „____“ _________ 20-- .“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

პირველი ვიცე-პრემიერი

გიორგი გახარია

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე