ბრძანება N 8376

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.04.2023
№ დოკუმენტი 8376
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8376

18.04.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----------------“ (ს/ნ --------------)

(მის.: ------------------------)

2022 წლის 13 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 თებერვლის და 23 მარტის სხდომებზე (ოქმი №17 და №30) განიხილა შპს „--------------“ (ს/ნ -------------) 2022 წლის 13 ივლისის №72431/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 ივნისის №007-145 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

 

1. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განხორცილებულ დარიცხვას, კერძოდ, არ ეთანხმება სსიპ დაცვის პოლიციის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას და განმარტავს, რომ საწარმო სსიპ დაცვის პოლიციას გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე უნაზღაურებდა გაწეული მომსახურების ღირებულებას მასზე დარიცხულ დღგ-სთან ერთად და აღნიშნული ფაქტურების საფუძველზე იღებდა დღგ-ის ჩათვლებს მართლზომიერად. მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ დაცვის პოლიციის მიერ გაწეული მომსახურების მიმღებს წარმოადგენს არა ტრანზიტის განმახორციელებელი პირი, არამედ, თავად საწარმო, რომელიც ტრანზიტის განმახორციელებელ პირს უწევს ტვირთის ტრანზიტთან დაკავშირებულ მომსახურებას. შესაბამისად, უშუალო კავშირი სსიპ დაცვის პოლიციის მიერ განხორციელებულ დაცვის მომსახურებასა და ტრანზიტისთვის განკუთვნილი ან ტრანზიტში მოქცეული ტვირთების გადაზიდვას შორის მოცემული არ არის, რაც გამორიცხავს სსიპ დაცვის პოლიციის მიერ საწარმოსთვის გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრისგან გათავისუფლების შესაძლებლობას;

2. მომჩივანი იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დღგ-ის ჩათვლის მომენტში მოქმედებდა კეთილსინდისიერად იმ თვალსაზრისით, რომ ენდობოდა მეორე მხარეს და ეჭვი არ შეუტანია ერთერთი სახელმწიფო ორგანოს (სსიპ დაცვის პოლიცია) მიერ განხორციელებული ქმედების სისწორეში, ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მარტის №6863 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------------“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 14 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე გამოიცა 2022 წლის 20 ივნისის №15612 ბრძანება და ამავე თარიღის №007- 145 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 464 408 ლარი, მათ შორის, გადასახადი 277 312 ლარი, ჯარიმა 138 656 ლარი და საურავი 48 440 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა არარეზიდენტი საწარმოს საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების დაცვა-გაცილების და დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება. კერძოდ, შპს „-------------------“ უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსფერის რეჟიმში მოქცეული, არარეზიდენტი პირის საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებებისთვის დოკუმენტაციის მომზადებას და დაცვის პოლიციის გამოძახებას. პირი აღნიშნულ მომსახურებას ითავისუფლებს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ.გ“ ქვეპუნქტის (2021 წლამდე მოქმედი კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტი) საფუძველზე, რომელიც გულისხმობს ტრანზიტში მოქცეული ან ტრანზიტისთვის განკუთვნილი საქონლის გადაზიდვის და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების, მათ შორის, საექსპედიტორო მომსახურების დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებას. პირს აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მიღებული აქვს ტვირთის გაცილების მომსახურებები სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისგან, რომლის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი იმცირებს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. ამასთან, გადასახადის გადამხდელის განცხადებით, სსიპ დაცვის პოლიციის ფასები შპს „-----------------“ მიერ დამკვეთისთვის დაწესებული ფასებისაგან განსხვავდება თითოეულ ოპერაციაზე 50 ლარით. საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მომსახურების ფარგლებში სსიპ დაცვის პოლიციის მიერ გაწეული მომსახურება, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებულ მომსახურებას, გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. შესაბამისად, მის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე საწარმოს არ უნდა განეხორციელებინა დღგ-ის ჩათვლა. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

ამავე კოდექსის 175-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია: ექსპორტის პროცედურაში, რეექსპორტში, გარე გადამუშავების ან ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. აღნიშნულ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება საექსპედიტორო მომსახურება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, რომელიც სხვა სახის საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან უშუალოდაა დაკავშირებული ან სხვა სახის საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის დამხმარე ხასიათისაა, განიხილება ამ მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების ნაწილად.

ამავე კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს: ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ; ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრ პირს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გაწეულ ხარჯთან დაკავშირებული დღგ-ის თანხა, თუ საქონელი ან მომსახურება გამოიყენება ამ კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებში.

ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციები დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით, რაც ნიშნავს, რომ ამ ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში დასაბეგრ პირებს, უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაითვალონ ამ ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებული დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტის „თ.ა“ და „თ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა:

თ) ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული ან ტრანზიტისთვის განკუთვნილი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებებია:

თ.ა) გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტის, ნავსადგურის, სარკინიგზო ან საავტომობილო სადგურის/ვაგზლის მიერ გაწეული მომსახურება;

თ.გ) საექსპედიტორო მომსახურება.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „----------------“ უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსფერის რეჟიმში მოქცეული, არარეზიდენტი პირის საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებებისთვის დოკუმენტაციის მომზადებას და დაცვის პოლიციის გამოძახებას და კომპანია აღნიშნულ მომსახურებას განიხილავს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად. პირს აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში დაცვის პოლიციის დეპარტამენტისგან მიღებული აქვს ტვირთის გაცილების მომსახურებები, რომლის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. ვინაიდან, დაცვის პოლიციის მიერ გაწეული მომსახურება, როგორც სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება გათავისუფლებულია დღგისგან ჩათვლის უფლებით, საგადასახადო შემოწმებით გაუქმდა დაცვის პოლიციის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ხოლო, ამავე კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ, მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით, არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, კომპანია მოქმედებდა კეთილსინდისიერად, ვინაიდან ენდობოდა ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სსიპ დაცვის პოლიციას, რომელიც ბეგრავდა მიწოდებულ მომსახურებას, წერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, რომლის საფუძველზეც შპს „----------------“ ახორციელებდა დღგ-ის ჩათვლას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შპს „----------------“ (ს/ნ -------------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 ივნისის №007-145 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------------------“ (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შპს „-----------------“ (ს/ნ --------------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 ივნისის №007-145 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განხორცილებულ დარიცხვას, კერძოდ, არ ეთანხმება სსიპ დაცვის პოლიციის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას.

2. მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა არარეზიდენტი საწარმოს საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების დაცვა-გაცილების და დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება. კერძოდ, კომპანია უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსფერის რეჟიმში მოქცეული, არარეზიდენტი პირის საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებებისთვის დოკუმენტაციის მომზადებას და დაცვის პოლიციის გამოძახებას. პირი აღნიშნულ მომსახურებას ითავისუფლებს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. პირს აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მიღებული აქვს ტვირთის გაცილების მომსახურებები სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისგან, რომლის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი იმცირებს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. ამასთან, გადასახადის გადამხდელის განცხადებით, სსიპ დაცვის პოლიციის ფასები კომპანიის მიერ დამკვეთისთვის დაწესებული ფასებისაგან განსხვავდება თითოეულ ოპერაციაზე 50 ლარით. საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მომსახურების ფარგლებში სსიპ დაცვის პოლიციის მიერ გაწეული მომსახურება, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებულ მომსახურებას, გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. შესაბამისად, მის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე საწარმოს არ უნდა განეხორციელებინა დღგ-ის ჩათვლა. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 ივნისის №007-145 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1)"ბ"(2), 1601(1), 164(1), 174(1), 175(1)(2), 169(3), 172(1)"თ", 269(1)(7), 270, 272(1), 275(2).

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1)"ა", 168(4)"გ.გ", 173(1), 174(1)"ა"(2)"ა.ა", 175(2).