2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის შესაბამისად გაუქმებული დღგ-ის ჩათვლები (ბარათზე აღრიცხვის წესი) N 1150

1150 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის შესაბამისად გაუქმებული დღგ-ის ჩათვლები (ბარათზე აღრიცხვის წესი) 27.09.2011
№ დოკუმენტი 1150
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის შესაბამისად გაუქმებული დღგ-ის ჩათვლები N 1150

ფაქტობრივი გარემოებები

•გადამხდელს გაუქმებული აქვს დღგ-ის ჩათვლა 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის საფუძველზე

•საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები "დაწყვილებულია"- ორივე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში მათი წარმოდგენა ფიქსირდება

•საარქივო მასალების მოუძიებლობის ან ხანდაზმულობის გამო ვერ დგინდება კონტრაგენტის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებულ ბრუნვებზე დარიცხული დღგ-ის შესაბამის პერიოდში დეკლარირება და გპაბ-ზე ასახვა

•I ვარიანტი: 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კონტრაგენტს სალდირებული საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება ან/და დღგ-ის პირადი აღრიცხვის ბარათზე დავალიანება არ ერიცხება

•II ვარიანტი: დღეის მდგომარეობით კონტრაგენტს სალდირებული საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება ან/და დღგ-ის პირადი აღრიცხვის ბარათზე დავალიანება არ ერიცხება

•III ვარიანტი: 2005 წლის 1 იანვრის და დღეის მდგომარეობით კონტრაგენტს დღგ-ის ბარაძე ერიცხება დავალიანება და ამასთან ერიცხება სალდირებული საგადასახადო დავალიანება

•IV ვარიანტი: კონტრაგენტისათვის არ არის გახსნილი დღგ-ის პირადი აღრიცხვის ბარათი, იგი რეგისრირებულია დღგ-ის გადამხდელად

•V ვარიანტი: დადგენილია, რომ ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია უსაქონლო ოპერაციის ან/და ფიქტიური გარიგების შედეგად

•VI ვარიანტი: კონტრაგენტისათვის არ არის გახსნილი დღგ-ის პირადი აღრიცხვის ბარათი, აქტით ან სხვა მასალებით ვერ დასტურდება მისი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია

შეფასება

•I და II ვარიანტების შემთხვევაში დღგ-ის ჩათვლის გაუქმება და საურავის დარიცხვა არამართლზომიერა

•III და IV ვარიანტების შემთხვევაში დღგ-ის ჩათვლის გაუქმება მართლზომიერია, საურავის დარიცხვა კი არ უნდა განხორციელდეს

•V და VI ვარიანტების შემთხვევაში დღგ-ის ჩათვლის გაუქმება მართლზომიერია, საურავის დარიცხვა უნდა განხორციელდეს

ღონისძიებები

•I და II ვარიანტების შემთხვევაში გადამხდელს აღუდგება გაუქმებული დღგ-ის ჩათვლა და მოეხსნება დარიცხული საურავი

•III და IV ვარიანტების შემთხვევაში გადამხდელს არ აღუდგება გაუქმებული დღგ-ის ჩათვლა, ხოლო დარიცხული საურავი მოეხსნება

•V და VI ვარიანტების შემთხვევაში გადამხდელს არ აღუდგება გაუქმებული დღგ-ის ჩათვლა, დარიცხული საურავი არ მოეხსნება

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით