დაქირავებული პირისათვის ვალის პატიება (წინა წლის ბოლოს მაჩვენებელი მეტია მომდევნო წლის საწყისის მაჩვენებელზე) N 1814

1814 დაქირავებული პირისათვის ვალის პატიება (წინა წლის ბოლოს მაჩვენებელი მეტია მომდევნო წლის საწყისის მაჩვენებელზე) - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 1814
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დაქირავებული პირისათვის ვალის პატიება N 1814

ფაქტობრივი გარემოებები

•2006 წლის ბოლოსათვის დაქირავებული პირის ვალდებულება საწარმოს მიმართ მეტია 2007 წლის საწყის ნაშთში დაფიქსირებულ იმავე დაქირავებული პირის ვალდებულებაზე

შეფასება

•ადგილი აქვს დაქირავებული პირისათვის ვალის პატიებას, რაც წარმოადგენს ხელფასის სახით განაცემს სსკ-ის 174-ე მუხლის მიხედვით 2006 წლისათვის

ღონისძიებები

•საწარმოს დაერიცხება კუთვნილი საშემოსავლო და სოციალური გადასახადები, ამავე თანხით გაიზრდება გამოსაქვითი ხარჯი და გადაანგარიშდება დასაბეგრი მოგება

•საწარმო, შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე

•საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 134-ე მუხლის საფუძველზე გადახდის წყაროსთან გადასახადის დაუკავებლობისათვის