N 74 - 13/03/2026 - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №74
2026 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული:
1. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ13“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ14“ ქვეპუნქტი:
„ჰ14) საინვესტიციო ოქროს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „უ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შემთხვევაში – „საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია.“.
2. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19):
ა) მე-5 ნაწილის („გადასახდელის გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი“) „659“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს „660“ კოდის გრაფა შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1773810068210 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„660
საინვესტიციო ოქროს იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)“;
ბ) მე-10 ნაწილის („საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი“) „602“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „604“ კოდის გრაფა:
#assignedTableId-1773810085455 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„604
ASSAY სერტიფიკატი“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე