სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი N 2506

2506 სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 2506
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი N 2506

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმოს, რომელსაც აქვს სათამაშო ბიზნესის ნებართვა, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი აღებული ჰქონდა 10 აპარატზე; ერთი აპარატის ნიშნის ღირებულება შეადგენდა 600 ლარს

•ვარიანტი 1: გამოვლინდა, რომ მეწარმე ფაქტობრივად ამუშავებდა 11 აპარატს

•ვარიანტი 2: გამოვლინდა, რომ მეწარმე ფაქტობრივად ამუშავებდა 12 აპარატს

შეფასება

•ორივე ვარიანტში სახეზეა სსკ-ის 133-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე

ღონისძიებები

•პირველ ვარიანტში, პირი დაჯარიმდება გადასახდელი თანხის 100%-ით, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა, ანუ -1 000 ლარით

•მეორე ვარიანტში, პირი დაჯარიმდება გადასახდელი თანხის 100 %-ით, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა, ანუ - 1 200 ლარით