დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია N 1111

1111 დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია 19.10.2016
№ დოკუმენტი 1111
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია N 1111

ფაქტობრივი გარემოებები

• საწარმოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის თანხით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს.

• საწარმო არ დადგა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე სავალდებულო წესით.

შეფასება

• სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამავე კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომელის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, ვალდებულია მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის. ამავე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ პუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. ამასთან, სსკ-ის 157-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან. ხოლო ამავე კოდექსის 67-ე მუხლით მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია.

• ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დანაკლისის გამოვლენის მომენტიდან 2 დღის ვადაში პირი ვალდებული იყო დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად. ამასთან, პირი ვალდებული იყო, რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან განხორციელებულ ოპერაციებზე წარედგინა დღგ-ის დეკლარაციები (დანაკლისად მიჩნეული თანხის ჩათვლით) და გადაეხადა კუთვნილი დღგ-ის თანხა.

ღონისძიებები

• საწარმოს დაერიცხება დღგ-ის თანხები რეგისტრაციის ვალდებულების მომენტიდან განხორციელებულ ოპერაციებზე (დანაკლისად მიჩნეული თანხების ჩათვლით).

• საწარმოს, დეკლარაციაში თანხის შემცირების შემთხვევაში, დაეკისრება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ხოლო საწარმოს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაეკისრება სსკ-ის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.(დანაკლისად მიჩნეული თანხების ოდენობის მიხედით).

სიტუაციური სახელმძღვანელო არეგულირებს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის სკითხს

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2016 წლის 5 ოქტომბრისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით