დასაბეგრი ქონების ღირებულების რემონტის თანხით გაზრდა N 1423
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დასაბეგრი ქონების ღირებულების რემონტის თანხით გაზრდა N 1423
ფაქტობრივი გარემოებები
• საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმომ განახორციელა 2004 წლამდე შეძენილი უძრავი ქონების კაპიტალური რემონტი და შესაბამისად, გაზარდა ამ ქონების საბალანსო ღირებულება. ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის, სსკ-ის 202-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კოეფიციენტით გაზრდილი დასაბეგრი ქონების ღირებულებამ გადააჭარბა მისი საბაზრო ფასის ოდენობას.
• საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას საგადასახადო ორგანოს სადავოდ არ გაუხდია გადამხდელის ქმედება, რომლის შესაბამისად, საწარმომ დასაბეგრი ქონების ღირებულება განსაზღვრა საბაზო ფასის ოდენობის მიხედვით.
შეფასება
• სსკ-ის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისში და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე - 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე - 2- ჯერ; გ) 2004 წლის მიღებულ აქტივებზე -1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, - ამ ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით. ამასთან, 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის საგადასახადო ორგანოს უფლებას აძლევს, გადასახასის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.
• იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო ორგანოს სადავოდ არ გადაუხდია გადამხდელის ქმედება, იგულისხმება, რომ საგადასახადო ორგანომ ისარგებლა საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებით.
ღონისძიებები
• პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.