აუქციონზე აქტივის შეძენა (სარგებელი არაა თუ იმაზე იაფად შევიძინე ვიდრე მისი ღირებულებაა) N 0704

0704 აუქციონზე აქტივის შეძენა (სარგებელი არაა თუ იმაზე იაფად შევიძინე ვიდრე მისი ღირებულებაა) - (ძალადაკარგული) 31.08.2011
№ დოკუმენტი 0704
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

აუქციონზე აქტივის შეძენა N 0704

ფაქტობრივი გარემოებები

· აუქციონზე გასასხვისებული ქონების საწყისი საბალანსო ღირებულება დაფიქსირდა 1 000 ლარი

· I ვარიანტი: მყიდველმა ეს ქონება აუქციონზე შეიძინა 3 000 ლარად

· II ვარიანტი: მყიდველმა, რომელიც ურთიერთდამოკიდებული პირია, ეს ქონება აუქციონზე შეიძინა 700 ლარად, ხოლო სხვაობა - 300 ლარი არ ასახა ერთობლივ შემოსავალში

შეფასება

· II ვარიანტში -მყიდველს სარგებლად არ ჩაეთვლება სხვაობა საწყის ფასსა და შეძენის ფასს შორის (300 ლარი) -გამყიდველს საბაზრო ფასად მიწოდებად არ ჩაეთვლება ქონების რეალიზაცია, რადგან ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ვერ მოახდენდა შეძენის ფასზე

ღონისძიებები

· II ვარიანტში პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება