N 4236-XIVმს-Xმპ - 30/05/2024 - „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“:
ა) 311 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1718354721938 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }311
გამა-ოქსიერბო მჟავა
GHB
1
10
50
ბ) 51-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1718354732571 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }51
დმტ (დიმეთილტრიფტამინი)
0,005
0,05
1
გ) 205-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1718354741483 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }205
ალფა-პვპ
α-PVP
0,001
0,2
1
დ) 208-ე და 209-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1718354752166 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }208
ბენზილპიპერაზინი
N-BENZYLPIPERAZINE (Benzylpiperazine, BZP)
0,02
0,2
1
209
მდპვ
MDPV (3,4-Methylenedioxypyrovalerone)
0,005
0,1
1
ე) 212-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1718354760781 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }212
მეფედრონი
MEPHEDRONE (4-methylmethcathinone)
0,01
0,1
1
ვ) 241-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1718354769740 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }241
აბ-პინაკა
AB-PINACA
0,001
0,01
1
მუხლი 2
1. თუ ამ კანონით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას ან შემსუბუქებას, განაჩენი გადაისინჯება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVII თავით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია განაჩენი გადასინჯოს საკუთარი ინიციატივით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობას განიხილავს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში.
4. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,30 მაისი 2024 წ.
N4236-XIVმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე