დარიცხული პროცენტის შემოსავლად აღიარება N 2117
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დარიცხული პროცენტის შემოსავლად აღიარება N 2117
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმო იყენებს შემოსავლების აღრიცხვის დარიცხვის მეთოდს
•სესხზე დარიცხული პროცენტი სესხის გამცემი საწარმოს მიერ აღიარებულია მოთხოვნად
•პროცენტი ფაქტობრივად არ არის მიღებული
•დარიცხული პროცენტი სესხის მიმღებთან აღიარებულია გამოსაქვით ხარჯად
•სესხის გამცემი საწარმოს მიერ მისაღები პროცენტი არ არის შეტანილი მის ერთობლივ შემოსავალში
შეფასება
•დარიცხული პროცენტი, მიღების მიუხედავად, შეტანილი უნდა ყოფილიყო ერთობლივ შემოსავალში
•სესხის მიმღებს უფლება აქვს, გამოქვითოს გადასახდელი პროცენტის თანხა, გადახდის მიუხედავად
•შემცირებულია მოგების გადასახადი
ღონისძიებები
•სესხის გამცემ საწარმოს უნდა დაუზუსტდეს დასაბეგრი მოგება და დაერიცხოს მოგების გადასახადი
•პირი დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით