საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ხარჯების გამოქვითვა N 0234

0234 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ხარჯების გამოქვითვა 31.08.2011
№ დოკუმენტი 0234
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ხარჯების გამოქვითვა N 0234

ფაქტობრივი გარემოებები

•მეწარმემ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითა ეკონომიკური საქმიანობისათვის შეძენილ საქონელზე გაწეული ხარჯი, რომელზეც მოეპოვება მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არ გააჩნია სასაქონლო ზედნადები

შეფასება

•საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვა მართლზომიერია

ღონისძიებები

•პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით