N 3616-XIIIმს-Xმპ - 01/11/2023 - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 01.11.2023
№ დოკუმენტი 3616-XIIIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 727−729 პუნქტები:

„727. ადამიანის ორგანოების გადანერგვის ლიცენზია.

728. ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების ლიცენზია.

729. ადამიანის ქსოვილების ან/და უჯრედების ექსპორტის ან/და იმპორტის ლიცენზია.“.

2. 21-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე−729 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს, სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ განახორციელოს.“.

3. 221 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე−729 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების ლიცენზიების შეჩერება“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,1 ნოემბერი 2023 წ.

N3616-XIIIმს-Xმპ

 

წყარო საქართველოს საკანონმდებლო მაცნე