N 970-VIმს-Xმპ - 02/11/2021 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 02.11.2021
№ დოკუმენტი 970-VIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 206-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,2 ნოემბერი 2021 წ.

N970-VIმს-Xმპ