N 2938-Iს - 12/12/2014 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. საბიუჯეტო ორგანიზაცია
საბიუჯეტო ორგანიზაცია არის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანიზაცია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,12 დეკემბერი 2014 წ.
N2938-Iს