N1828-რს - 22/12/2017 - საქართველოს კანონი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 22.12.2017
№ დოკუმენტი 1828-რს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.017771) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„3. ბიზნესომბუდსმენის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დგინდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტით.“.

 

2. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ბ) ამტკიცებს აპარატის საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების ოდენობებს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

 

ქუთაისი,22 დეკემბერი 2017 წ.

 

N1828-რს

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე