ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება N 1301
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება N 1301
ფაქტობრივი გარემოებები
· არარეზიდენტს არ დაუკავდა გადახდის წყაროსთან გადასახადი
· ინფორმაცია გადასახადის დაუკავებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს 6 თვეში არ წარედგინა
· საერთაშორისო ხელშეკრულებით აღნიშნული შემოსავალი იბეგრება მხოლოდ არარეზიდენტის ქვეყანაში
· ვარიანტი 1: უცხო ქვეყნის რეზიდენტობის ცნობა არსებობს
· ვარიანტი 2: უცხო ქვეყნის რეზიდენტობის ცნობა არ არსებობს
შეფასება
· სახეზეა საგადასახადო ორგანოსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარუდგენლობა
· ვარიანტი 1: არარეზიდენტი არ კარგავს შეღავათით სარგებლობის უფლებას
· ვარიანტი 2: არარეზიდენტს არ უნდა ესარგებლა შეღავათით
ღონისძიებები
· ორივე შემთხვევაში პირი დაჯარიმდება ინფორმაციის წარუდგენლობისათვის (სსკ-ის 137-ე მუხლი)
· ვარიანტი 1: პირს აგენტის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის სანქცია არ დაეკისრება
· ვარიანტი 2:
- პირი დაჯარიმდება აგენტის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის (სსკ-ის 134-ე მუხლი)
- პირს დაერიცხება დაუკავებელი გადასახადი გამოქვითვის უფლების გარეშე