N 307 - 10/06/2022 - „ტექნიკური რეგლამენტის − „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 10.06.2022
№ დოკუმენტი 307
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №307

2022 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/02/2019, 300160070.10.003.021104) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) მე-7 კლასის სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულება.“.

2. მე-8 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე) ჯგუფის, სპეციალური აღჭურვილობისა (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი სიგნალები) და სპეციალური შეფერილობის ავტოსატრანსპორტო საშუალების თანხლებით, ხოლო მე-7 კლასის სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში − ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლების თანხლებით.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე