ლატარიიდან მიღებული მოგების დაბეგვრა N 2408
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ლატარიიდან მიღებული მოგების დაბეგვრა N 2408
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმომ, რომელმაც მოაწყო გათამაშება (ლატარია), გამარჯვებულ ფიზიკურ პირზე გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაუკავებლად სრულად გასცა მოგებული თანხა
•ვარიანტი 1: ლატარია გათამაშდა 2009 წლის სექტემბერში და მოგებულმა თანხამ შეადგინა 3 000 ლარი
•ვარიანტი 2: ლატარია გათამაშდა 2009 წლის სექტემბერში და მოგებულმა თანხამ შეადგინა 800 ლარი
შეფასება
•სსკ-ის 281-ე მუხლის, 23-ე პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგებული ფულადი პრიზი იბეგრება 12%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით
•პირველ ვარიანტში, საწარმო ვალდებული იყო, შეესრულებინა საგადასახადო აგენტის ფუნქცია და დაეკავებინა კუთვნილი გადასახადი, სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, ამასთან, დასაბეგრი ბაზა- 3000 ლარია და იგი არ მცირდება სსკ 168-ე მუხლის პირველი ნაწილის "რ" ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათის (1 000 ლარი) თანხით
•მეორე ვარიანტში, ფიზიკური პირზე ვრცელდება სსკ 168-ე მუხლის პირველი ნაწილის "ღ" ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი, რის გამოც საწარმოს ქმედება მართლზომიერია
ღონისძიებები
•პირველ ვარიანტში, პირს დაერიცხება დაუკავებელი საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხა
•პირველ ვარიანტში, პირი დაჯარიმდება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის (სსკ 132-ე მუხლი)
•პირველ ვარიანტში, პირს დაეკისრება ჯარიმა დაკავებული თანხის ბიუჯეტში გადაუხდელობის გამო (სსკ 134-ე მუხლი)