სესხზე დარიცხული პროცენტის გამოქვითვა N 0264

0264 სესხზე დარიცხული პროცენტის გამოქვითვა 18.12.2012
№ დოკუმენტი 0264
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სესხზე დარიცხული პროცენტის გამოქვითვა N 0264

ფაქტობრივი გარემოებები

•მეწარმე ფიზ.პირმა აღებული სესხით შეიძინა საწარმოს წილი დივიდენდის მიღების მიზნით. (ინდ.მეწარმის საქმიანობის საგანს არ წარმოადგენს წილების ყიდვა -გაყიდვა)

•პირი აღებული სესხით შეძენილ წილს ფლობს 2 წელზე მეტი ვადით

•პირმა სესხზე დარიცხული პროცენტის თანხა გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან

შეფასება

•სსკ-ის 82-ე (1 ვ.გ) მუხლის მიხედვით საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებისა. ამასთანავე, აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება ან/და ფასიანი ქაღალდების/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდებისა და პროცენტების მიღების მიზნით

•სსკ-ის 106(დ)-ე მუხლის მიხედვით პირს უფლება არ აქვს გამოქვითოს საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან განთავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები

ღონისძიებები

•დაზუსტდება პირის დასაბეგრი შემოსავალი. გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ.132-ე) მუხლის მიხედვით

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით